“დღეს ბავშვების 90% ინდიგოა… ისინი უმაღლესი სამყაროს მიერ არიან მოვლენილნი” – შალვა ამონაშვილი ინდიგო ბავშვების ბუნებასა და პრობლემებზე

540
SHARE

ალბათ, რაღაც მაინც გსმენიათ ინდიგო ბავშვებზე. მათ ახალი საუკუნის, განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მათთან უფროსებს გამორჩეული მიდგომა გვმართებს.
ინდიგო ბავშვები არაერთხელ გამხდარა ცნობილი პედაგოგისა და მეცნიერის, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ლექციის თემა. გთავაზობთ მის განმარტებებს ინდიგო ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებსაც სხვადასხვა ლექციაზე გააკეთა.
შალვა ამონაშვილი:
ერთმა ძალიან საინტერესო ქალბატონმა, რომელიც ადამიანის აურას შეისწავლის (თურმე, აურის დანახვის უნარი დასწავლადია. ბევრ ჩვენგანს შეუძლია აურის დანახვა, უბრალოდ, უნდა ისწავლოს, როგორ მოახერხოს ეს), 90-იანი წლების შუა პერიოდში შენიშნა, რომ ბავშვების გარკვეულ ნაწილს იისფერი აურა ჰქონდათ. ეს დიდი სიახლე იყო. თანდათან ბევრმა მსგავსმა სპეციალისტმა შენიშნა, რომ ასეთი ბავშვები უფრო და უფრო მეტნი ჩნდებოდნენ. 21-ე საუკუნის დასაწყისში კი ითქვა, რომ ბავშვები 90% იისფერი აურით იბადება, ანუ არის ინდიგო.
სამყაროში ასე ხდება – გარკვეული პერიოდულობით ჩნდება ბავშვების გამორჩეული თაობა, განსაკუთრებული უნარითა და ცოდნით, რომლებიც კვალს ატყობენ კაცობრიობის განვითარებას. შემდეგ ეს ტალღა განსხვავებული ბავშვებისა წყდება და მათ შექმნილს აგრძელებენ ჩვეულებრივი ადამიანები. ათწლეულების შემდეგ ან უფრო გვიან, ზეცა, ანუ კოსმოსი კვლავ მოგვივლენს ხოლმე ახალ, გამორჩეული თაობის ბავშვებს. ისინიც შეასრულებენ თავის მთავარ მისიას და კაცობრიობა კიდევ ერთ ნახტომს გააკეთებს ანვითარებისკენ. ეს გამორჩეული განსხვავებულები თანამედროვე ბავშვები და როგორ უნდა მოვეპყრათ თაობები საფეხურების როლს ასრულებენ კაცობრიობის ისტორიაში – მოდიან, ერთი საფეხურით მაღლა გვწევენ და მიდიან. მაგალითად, ჯერ აქსელერატი ბავშვები გამოჩნდნენ, დღეს კი ინდიგო ბავშვები მოგვივლინა სამყარომ.
ბავშვები, რომლებიც 2-3 წლიდან ავლენენ არამარტო განსაკუთრებულ, უჩვეულო ნიჭს, არამედ – უჩვეულო თვისებებსაც. საუბრობენ და ინტერესდებიან უჩვეულო თემებით. უფროსებისთვის ეს გაუგებარია. ისინი უმაღლესი სამყაროს მიერ მოვლენილი ბავშვები არიან, ვინც ახალი დროის ადამიანები უნდა გახდნენ. ეს ჩვენი სამყაროსთვის ახალი სტიმულია, ახალი სისხლია, აქსელერატი ბავშვების შემდეგ ინდიგო ბავშვების ერა დადგა.
მაინც რით განსხვავდებიან ისინი?
ინდიგო ბავშვების თაობა პრაქტიკაში პირველად მასწავლებლებლებმა შენიშნეს. პედაგოგები შეეჯახნენ უჩვეულო ბუნებისა და მონაცემების ბავშვებს. დღის წესრიგში დადგა ისეთი საკითხები, რაც პედაგოგიკაში მანამდე არ არსებობდა. ეს ჰიპერაქტიურობა იყო.
ბავშვები ჰიპერაქტიურები გახდნენ. ადრე ეს ცნება არ არსებობდა, არც ჰიპერაქტიური ბავშვები არსებობდნენ, პირიქით, პედაგოგიკას უნდა გაეაქტიურებინა ბავშვი, რათა ხელის აწევის სურვილი გასჩენოდა, დავალებები შეესრულებინა, თავად ბავშვი პასიური იყო.
დღეს კი ბავშვები არათუ პასიური, ძალიან აქტიურები არიან, ჰიპერაქტიურები. მათ მშობლებს მასწავლებლებისგან ნოტაციების მოსმენა უწევთ – “თქვენი შვილი გაკვეთილზე არ ჩერდება, არ გვიჯერებს, ხტის, ყვირის, ჩხუბობს, ჭკუა ასწავლეთ და აუხსენით, როგორ უნდა იქცეოდეს სკოლაში”. ბევრ მასწავლებელს დღემდე ასეთი მიდგომა აქვს ჰიპერაქტიური ბავშვების მიმართ.
ეს ბავშვები 70-80-იანი წლების ბავშვებისგან ძალიან გასხვავდებიან. მათ მრავალწახნაგოვანი შესაძლებლობები აქვთ, უმეტესობა ჩვენთვის უცნობი და გაუგებარია.
რა პრობლემები და სისუტეები აქვთ?
ნიჭისა და შესაძლებლობების მიუხედავად, დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ძალიან სათუთები არიან. მათი სამყარო იოლად იმსხვრევა, თუ ზეწოლას ვახდენთ მათზე. ზეწოლას ჯერ აპროტესტებენ, შემდეგ იმსხვრევიან. ან სრულიან გამოდიან უფროსები გავლენიდან და სხვაგან ეძებენ თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზებს.
ამ ახალი ბავშვების პრობლემა ისაა, რომ მათ აღზრდას, სწავლებას, ძველი, ჩვენი თაობის შეხედულებებზე დაფუძნებული პედაგოგიკით ვახორციელებთ. წარმოიდგინეთ, სრულიად ახალი თაობის ბავშვი და ისევ ძველი პედაგოგიკა სკოლებში, ისევ ძველი ტრადიციები ოჯახში… აქ იწყება კონფლიქტი და ზეწოლა ბავშვზე. არ შეიძლება თანამედროვე ბავშვებზე ზეწოლა, ისინი ამას ვერ უძლებენ. არადა, იძულება, უფროსების სურვილების თავზე მოხვევა, ბავშვებს არც ოჯახშიც აკლიათ და არც – სკოლაში. ეს ბავშვები ამას ვერ მოითმენენ, მათ სითბო, მეგობრობა, სიკეთე, ურთიერთგაგება და პატივისცემა სჭირდებათ.

როგორ მოიქცეს მშობელი?
ძვირფასო მშობლებო, თუ თქვენ ჰიპერქტიური ბავშვის მშობელი ხართ, თავად თქვენც უნდა გახდეთ აქტიური, ცელქია? თქვენც გაცელქდით. ჰიპერაქტიურ ბავშვს ჰიპერაქტიური აღზრდა სჭირდება. რთული გეჩვენებათ? მზად არ ხართ ამისთვის? იცით, რა გამოსავალი იპოვა დასავლეთმა? ტაბლეტები… დასავლეთში ასე იქცევიან – ბავშვს მედიკამენტს ასმევენ და ჰიპერაქტიურობა ქრება, ბავშვი ჩვარივით დამყოლია… აირჩიეთ, რომელი გირჩევნიათ.
მე გირჩევთ, ჯობს, თქვენ შეიცვალოთ, ვიდრე ბავშვში ჩაკლათ მისი მისია და მისწრაფებები.

როგორ აღვზარდოთ ასეთი ბავშვები?
უფროსების მაგალითებით. ქუჩა, კომპიუტერი და ტელევიზორი მათ აღმზრდელებად არ გამოდგებიან, აქედან კარგ მაგალითს ვერ აიღებენ. გინდათ შრომისმოყვარე შვილი გყავდეთ? თავად იყავით შრომისმოყვარე, თავაზიანი ბავშვი გნებათ გაზარდოთ? თავად ოჯახის წევრები იყავით ერთმანეთთან თავაზიანნი, კეთილშობილნი, შემწყნარებლნი… ბავშვები ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერს, თუ საუკეთესო მაგალითები თავად იქნებით, მათ აღსაზრდელად დიდი ძალისხმევა აღარ დაგჭირდებათ. ნამდვილი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება.
როგორ ვასწავლოთ, ვამეცადინოთ, მათ ხომ ასე უჭირთ ყურადღების კონცენტრირება?
ინდიგო ბავშვები, ჰიპერაქტიურობის გარდა, გამოირჩევიან შემეცნების წყურვილით, ძალიან უნდათ, შეიცნონ სამყარო. ამიტომ თამაშობენ თავდავიწყებით, თამაშში ცხოვრების მოდელირებას ახდენენ. მშობლებს ვურჩევ, ნუ ეცდებით ჰიპერაქტიურობის წინააღმდეგ ბრძოლას. დააკვირდით, რაში იჩენს ჰიპერაქტიურობას თქვენი შვილი, ეს შეიძლება სწავლაც იყოს. მიეცით მის აქტიურობას საკვები, მიჰყევით ფეხდაფეხ და ეცადეთ, მხოლოდ მიმართულება მისცეთ მის ენერგიას, მის ინტერესებს ისე, რომ არ ჩაკლათ მისი ცნობისმოყვარეობა. “ეს გააკეთე, ამას ნუ გააკეთებ” – ეს მიდგომა არ გამოგადგებათ. მის ნებას თქვენი ნება შეუერთეთ და ეს მისი უსაზღვრო ენერგია უფრო ღირსეულ ფასეულობებზე გადაერთვება. მთავარია, უფროსი გვერდით ჰყავდეს, რათა ბიძგი და სწორი მიმართულება მისცეს მის ინტერესებს. დღეს კი დედა და მამა გეუბნება, ამდენი დრო არ მაქვსო. მათთვის მე პასუხი აღარ მაქვს – რაკი მოავლინეთ ეს ბავშვი, მის აღსაზრდელად დრო ხომ უნდა გამოყოთ.
ყველა ბავშვი ეძებს თავის მისიას, თავის დანიშნულებას – რისთვის გაჩნდა ამ ქვეყანაზე. მან რომ თავის თავი, თავისი ადგილი იპოვოს, ამისთვის სამყარო უნდა ვაჩვენოთ. მაგრამ ჩვენ ვერ ვუკარნახებთ, თვითონ უნდა აღმოაჩინოს საკუთარი თავი. თქვენი ვალია, ცხოვრება ფართო პანორამით აჩვენოთ, დააკვირდეთ, რისკენ მიილტვის და გაუძლიეროთ ის გარემო. მთავარია, გეყოთ მოთმინება, რომ არ მოახვიოთ თავს თქვენი სურვილები, ეს ყველაზე უარესი იქნება.

წყარო:https://www.mshoblebi.ge 

FB კომენტარები

კომენტარი