„დუტას გარდა ვერცერთი ვარსკვლავი ვერ ვიცანი“ – გურამ შეროზია “ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონს ეხმაურება

129
SHARE

“ცეკვავენ ვარსკვლავები”, ცეკვის და ვარსკვლავების გარეშე, – ასე ეხმაურება გურამ შეროზია “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვსე სეზონის დაწყებას.

“ცეკვავენ ვარსკვლავები”, ცეკვის და ვარსკვლავების გარეშე…

დღეს პირველად ვიგრძენი, რომ თურმე ინფორმაციულ ვაკუუმში ვცხოვრობ, რამეთუ – დუტას გარდა ვერცერთი ვარსკვლავი ვერ ვიცანი… ნუ ახლა, იყვნენ, კი… მაგალითად, უმომხიბლავესი წამყვანები, რამდენიმე – სტუმართა რიგებშიც, მაგრამ სცენაზე?

განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა ინდური სერიალის ვარსკვლავმა კაცმა, რომელმაც ვერ წაართვეს ინდოელობა (რა კარგი ქართველი დადგებოდა მისგან) და აქაც, ინდური ცეკვა შეასრულა. თან, შეფასებისას, გარტყმაში არ იყო, რას ეუბნებოდნენ, თუმცა მაინც ნაამები სახით, ამაყად იდგა (მეეჭვება, ცეკვის დროს “ყური” ჰქონოდა დამაგრებული)….

ადგილიც მეტისმეტად „ვიაიპი“ შემხვდა… იმდენად, რომ ყველაზე მეტად – ჩემს წინ ჩაცუცქული, ცეცხლის გამშვები ბიჭის უკანალი დამამახსოვრდა, ნუ, მეტი თითქმის არც არაფერი დამინახავს (აი, რაღაც ღილაკს რომ აჭერდა და დარბაზში ცეცხლი რომ ინთებოდა)…

მოკლედ, ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად უნდა გადაახვიოთ, მერე შემდგომი შოუებიც ნახოთ და ვიდებატოთ…

და მაინც, ყველაზე მტკივნეული (ტავტოლოგიაა, ვიცი) „ითს მაი ლაიფ“-ით გახსნა იყო, „იფ იუ ნოუ ვარაიმინ“, -წერს გურამ შეროზია.

FB კომენტარები

კომენტარი