დუბაის მთავრობამ ტურისტებისთვის “დრეს-კოდი” გაამკაცრა

89
SHARE

დუბაის ხელისუფლებამ შემოიღო ახალი წესები ტურისტების “დრეს-კოდთან” დაკავშირებით. ბევრი უწყების შესასვლელში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით გაჩნდა ახალი ბანერები, სადაც მოთხოვნილი ჩაცმის სტილია მითითებული. ასევე სავაჭრო ცენტრებში რიგდება ბუკლეტები, სადაც მითითებულია, რომ მხრები და მუხლები დაფარული უნდა იყოს. ხოლო თანამშრომლებს შეუძლიათ ვიზიტორს მოსთხოვონ მაღაზიის დატოვება, თუ იგი არ იცავს “დრეს-კოდს”.
შეგახსენებთ რომ დუბაიში 2009 წელსაც შემოიღო ხელისუფლებამ შეზღუდვები ტურისტთა ჩაცმაზე. მათ მოუწოდეს ტურისტებს, რომ ჩაიცვან მოკრძალებულად და ისეთი ტანსაცმელი, რომ სხეული იფარებოდეს, არ უნდა იყოს გამჭირვალე და მოკლე.

FB კომენტარები

კომენტარი