“დრონი მეფობენ და არა მეფენი”… – შევარდნაძის ყოფილი რძალი აღზევებული მდაბიოების შესახებ

760
SHARE

ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი, პიანისტი, თათია შარანგია სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
პიანისტის განცხადებით, მას უყვარს გულწრფელი და თავმდაბალი ადამიანები, ხოლო მისთვის ყველაზე მტკივნეული უსამართლობაა.
„როდესაც ადამიანებზე წარმოდგენა გეკარგება!!! ყველაზე მტკივნეული ამ ქვეყნად უსამართლობა მგონია… ყველაზე მდაბიონი კი – ის ადამიანები, ვისაც მდგომარეობა, სიტუაცია, რაღაც ქაღალდები (რომლითაც ჰგონიათ, ადამიანების კეთილგანწყობასაც იყიდიან) ცვლით, ავიწყდებათ, საიდან მოდიან, ავიწყდებათ, ვინ გაუწოდა ხელი წამოდგომისას, ან უბრალოდ ავიწყდებათ ადამიანური საქციელი… ვინატრებდი ჩემ გარშემო გაიფილტრონ ასეთი ადამიანები, ასეც მოვიქცევი… მე მიყვარს გულწრფელი, თავმდაბალი ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარ ღირსებად სიმართლე და ადამიანობა რჩება… “დრონი მეფობენ და არა მეფენი”… იმედი მაქვს, მოვახერხებ, ჩემი ბიჭები ისე გავზარდო, რომ მათთვისაც ეს ფასეულობა უმთავრესი იყოს “, – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი