დონალდი და მისი მეგობრები: ამერიკაში ტრამპზე ახალი პაროდიული მულტფილმი გამოდის (ვიდეო)

112
SHARE

ამერიკულმა ტელეარხმა Showtime-მა ახალი პაროდიული მულტფილმის ტრეილერი გამოუშვა, სადაც მთავარი გმირი დონალდ ტრამპია. სერიალი „Our Cartoon President” ეკრანებზე 11 თებერვალს გამოჩნდება. ახალი ტელეპროექტის მთავარი გმირები თავად ტრამპი, მისი ოჯახი, მრჩეველები და ახლო წრე არიან.

ბოლო დროს, ხშირად, ტრამპს მისი ადმინისტრაციის მოსკოვთან კავშირის გამო დასცინიან.

2017 წლის დეკემბერში The Simpsons-ის მორიგ ეპიზოდში, ტრამპი რუსეთის სპეცპროკურორ რობერტ მიულერს ქრთამს სთავაზობს. პრეზიდენტის დაკითხივს მოლოდინში, ეს სერია განსაკუთრებით აქტუალურია.
საკულტო მულტსერიალი ოპერატიულად ეხმაურება ამერიკულ პოლიტიკურ რეალობას, ზოგჯერ წინასწარმეტყველებს კიდეც. 2000 წელს გამოვიდა სერია, სადაც ტრამპის პრეზიდენტობამ ბიუჯეტში დიდი ხვრელი დატოვა. 16 წლის შემდეგ, როდესაც ბიზნესმენის არჩევნებზე გამარჯვების წინასწარმეტყველება ახდა, Simpsons-ის ავტორებმა ბოდიში მოიხადეს ეპიზოდის გამო.

FB კომენტარები

კომენტარი