დიკაპრიოსთან ურთიერთობის დროს ჟიზელ ბუნდჰენი სუიციდზე ფიქრობდა

167
SHARE

 

ჩემ თავს ყოველთვის პოზიტიურ ადამიანად მივიჩნევდი, ამიტომ ვცდილობდი ამ პრობლემებზე არ მეფიქრა. ვფიქრობდი, რომ არ მქონდა ცუდად ყოფნის უფლება. თუმცა, ძალიან უსუსურად ვგრძნობდი თავს. ამ დროს სამყარო შენს ირგვლივ უფრო და უფრო პატარავდება, ჰაერი არ გყოფნის…ეს ყველაზე ცუდი განცდა იყო, რომელიც ოდესმე მიგრძვნია, – სუპერმოდელმა, ჟიზელ ბუნდჰენმა გამოცემა „People“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პანიკური შეტევები 2003 წელს მას მერე დაიწყო, რაც ერთ-ერთი თვითმფრინავით მგზავრობისას ტურბულენტურ ზონაში მოყვა. მას მერე ის ლიფტებსა და გვირაბებში ყოფნისას საშინელ სტრესს განიცდიდა.
ხოლო, როდესაც პანიკური შიშები სახლში ყოფნის დროსაც იგრძნო, მან თავის მოკვლის შესახებ დაიწყო ფიქრი. ეგონა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდებოდა ეს კოშმარი, თუ კი თავს მოიკლავდა.
ბუნდჰენი ამბობს, რომ ექიმმა ანტიდეპრესანტი დაუნიშნა, მაგრამ თავად გადაწყვიტა, რომ მედიკამენტებს არ მიიღებდა. ისინი იოგათი და მედიტაციით ჩაანაცვლა. ასევე უკუაგდო ყველა მავნე ჩვევა – მოწევა, ალკოჰოლი, ყავის და ტკბილეულის გადაჭარბებულად მიღება.
„ეს ყველაფერი ერთ დღეში გადავაგდე“, -ამბობს მოდელი.
ამას გარდა, ლამაზმანის განმარტებით, მან თავის თავში იპოვა ძალა და იმ დროინდელ ბოიფრენდს, ლეონარდო დიკაპრიოს დაშორდა. მათი რომანი 2005 წელს დასრულდა.
„ვიფიქრე, თუ კი ეს ყველაფერი ჩემი ტანჯვის მიზეზია, მაშინ უარი უნდა ვთქვა ამაზე“, – ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი ჟიზელმა.
ახლა სუპერმოდელი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავთან, ტომ ბრედისთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს, მათ ორი შვილი ჰყავთ.

FB კომენტარები

კომენტარი