დიდ ბრიტანეთში 17 წლის გოგო გარდაიცვალა, რომელსაც 100 წლის ასაკის ადამიანის კანი ჰქონდა

169
SHARE

დიდ ბრიტანეთში ჰეილი ოკინსი გარდაიცვალა, რომელსაც 17 წლის ასაკში 100 წლის ასაკის ადამიანის კანი ჰქონდა. მისი ორგანიზმი იშვიათი დაავადების გამო დროზე ადრე დაბერდა.

„ჩემი შვილი სხვა ქვეყნად წავიდა, ის ჩემს ხელში გარდაიცვალა“, – ამბობს დედამისი, რომლის აქტივობის წყალობით მსოფლიომ შეიტყო პროგერიას, როგორც დაავადების არსებობის შესახებ.

ექიმების განცხადებით, ასეთი დაავადების მქონე ადამიანების ორგანიზმი 8-ჯერ უფრო სწრაფად ბერდება. მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ჰეილი 13 წლამდე იცოცხლებდა, თუმცა გოგონას ორგანიზმი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

FB კომენტარები

კომენტარი