დევიდ და ვიქტორია ბექჰემის 4 წლის ქალიშვილის სერიოზული გატაცებები (ფოტოკოლაჟი)

96
SHARE

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ დევიდ და ვიქტორია ბექჰემს სიგიჟემდე უყვართ მათი 4 წლის ქალიშვილი ჰარპერ სევენი. ვარსკვლავური წყვილი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს, მათ შორის ჰარპერის სერიოზული გატაცებების ამსახველ სურათებსაც.
რამდენიმე დღის წინ, მაგალითად, ჰარპერი დედასთან ერთად ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ სალონს სტუმრობდა, გოგონა ზრდასრული ადამიანივით იქცეოდა, მანიკური და პედიკიურიც კი გაიკეთა. გარდა ამისა, 4 წლის ჰარპერი მშობლების ყოველდღიური იმიჯის შექმნაში იღებს აქტიურ მონაწილეობას და ტანსაცმლის შერჩევისას მათ რჩევებს აძლევს.
ვიქტორია და დევიდი ამბობენ, რომ ამაში ჰარპერი დედას ჰგავს. სოციალურ ქსელში ბედნიერმა მშობლებმა ჰარპერის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც გოგონა დედის სახელოსნოში მანეკენზე ტანისამოსის გასწორებითაა დაკავებული.
ჰარპერს აინტერესებს ყველაფერი. მას უყვარს ველოსიპედით მოძრაობა, ისწავლა პონიზე ჯირითი, ცეკვავს ბალეტს ერთ-ერთ სტუდიაში და ხატავს.

FB კომენტარები

კომენტარი