“დედობა ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე კაცებს გვგონია” – ზურა სალუქვაძის ემოციური პოსტი

771
SHARE

პოეტმა ზურა სალუქვაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
“სახლში, ხშირად, ხმაურით შესვლა მჩვევია და თუ ისე მოხდება, რომ მძინარე ელენას, შემთხვევით, გავაღვიძებ ხოლმე, ნინჩიკა ისეთი მკვახე ტონით მომაჯახებს – ” ახლა ადექი და შენ დააძინეო”, რომ რამდენჯერ გამიფიქრია – ამ ჩემს ცოლს, მემგონი, აღარ ვუყვარვარ-თქო…. ამას წინათ, ისე მოხდა, რომ მე დავაძინე ელენა. თითქმის 40 წუთის მანძილზე, ხელში მყავდა – წინ და უკან ვატარებდი, ვარწევდი და იავნანასაც კი ვუმღეროდი. შემდეგ, როგორც იქნა, ლოგინში ჩავაწვინე და დამატებითი 40 წუთი დამჭირდა, რომ ჩემს მკლავებში ასე, ძლივს მიძინებული გაზაფხული უფრო ღრმად მიმეძინებინა და, ბოლოს, ეს გაბუჟებული ხელიც გამომეცურებინა მისი თავის ქვეშიდან….. ამასობაში, როგორც ჩანს, მეც ჩამძინებია და, სწორედ ამ დროს, ოთახში ფეხაკრეფითა და თითქმის შეუმჩნევლად შემოსულ ნინჩიკას ეს ფოტო გადაუღია. გამეღვიძა და ვეუბნები: ახლა რომ ვინმემ ბავშვი გამიღვიძოს, მზად ვარ, მკვლელობა ჩავიდინო-თქო. კი გადმომხედა ნიშნის მოგებით, მაგრამ არაფერი უთქვამს….. დედობა ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე კაცებს გვგონია. დედობა ყველაზე დიდი გმირობაა!

FB კომენტარები

კომენტარი