დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება

75
SHARE

გიგანტური ასტეროიდი დედამიწას 31 ოქტომბერს რეკორდულად ახლო მანძილით მოუახლოვდება. ასტეროიდი NASA-ს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს.

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ასტეროიდი, სახელწოდებით „2015 TB145“, რომლის დიამეტრიც 280-620 მეტრს შეადგენს, დედამიწასთან 499 ათასი კილომეტრი სიჩქარით ჩაივლის. NASA-ში განმარტავენ, რომ წინასწარი პროგნოზებით, ის დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

31 ოქტომბრის შემდეგ, მსგავსი მოვლენის განმეორებას, მეცნიერები 2027 წლის აგვისტოში ვარაუდობენ. პლანეტას მასშტაბურმა ასტეროიდმა ყველაზე ახლოს, ბოლოს 2006 წელს ჩაუარა.

FB კომენტარები

კომენტარი