დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ჰიპნოზის დახმარებით, 5 მცირეწლოვან გოგონაზე იძალადა

92
SHARE

აშშ-ის პენსილვანიის შტატში, დაწყებითი კლასების მასწავლებელი დააკავეს. ჯეიმს მენტცერი მესამეკლასელ გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა. შტატის პოლიციის ცნობით, პედაგოგი ჰიპნოზს იყენებდა და გოგონას მის დამორჩილებას აძალებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გოგონა მისი ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა. „NY Post“-ის ინფორმაციით, მენტცერს არაერთხელ გამოუყენებია ჰიპნოზი გოგონების მიმართ, რომელთა ასაკი 8-დან 11-წლამდე იყო.
ერთ-ერთმა მისმა მსხვერპლმა პოლიციას განუცხადა, რომ გოგონების თვალწინ გულსაკიდს არწევდა და თან ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა -„მასწავლებელო, მე თქვენ დაგემორჩილებით“.
ამ დროისთვის მოძალადე-ჰიპნოზიორი პატიმრობაში იმყოფება. მას 5 მცირეწლოვნის გარყვნაში და სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი.

Comments

comments