დაძაბულობა ”მის და მისტერ თბილისის” კონკურსზე – რა მეთოდებით იბრძოდნენ მონაწილეები გამარჯვებისთვის

88
SHARE

25 აპრილს”მის და მისტერ თბილისი 2015”-ის კონკურსი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი”Best Models”-ის ხელმძღვანელი კახი ხაბეიშვილი იყო.კონკურსს ბევრი მსახიობი, მომღერალი და მოდელი ესწრებოდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მომღერალი აჩიკო მეფარიძე, პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად.

გამარჯვებულების გამოსავლენად კომპეტენტური ჟიური შეიკრიბა, რომლის თავმჯდომარეც ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი იყო. დარბაზში ტემპერატურამ მას შემდეგ მოიმატა საგრძნობლად, როცა მონაწილეები საცურაო კოსტიუმებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.
ბოლოს ჟიური გამარჯვებულების გამოსავლენად განმარტოვდა. სათათბირო ოთახიდან მხიარულ განწყობაზე დაბრუნდნენ. ლევან ჯიბღაშვილი გოდერძი შარაშიას ეუბნებოდა, არ დაგივიწყებ, ერთ-ერთ მონაწილეზე რომ ამბობდი, გახდილი ის ჯობდაო. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება გაჭიანურდა, რადგან ჟიურის ყველაზე აქტიური წევრი გიორგი ნაზღაიძე იგვიანებდა. ბოლოს კი თქვეს, ნაზღაიძეს გრიმს უკეთებენ, ჩალურჯება აქვს, გია ჯაჯანიძემ სცემაო.

სიტუაციაში გასარკვევად ჟიურის წევრებს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

– ნუკი, გამარჯვებულის გამოსავლენად ბევრი იკამათეთ ჟიურის წევრებმა?

ნუკი კოშკელიშვილი:
– ძირითადად, კონკურსებზე სულ ვკამათობთ საკონფერენციო დარბაზში, რადგან ჩვენი აზრები განსხვავდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ დასკვნამდე მივედით. ჩემი აზრით, ადგილები სამართლიანად განაწილდა.

– ამბობენ, რომ გიორგი ნაზღაიძეს, მოხვდა ჯაჯანიძის მუშტი, მართლა ასე დაიძაბა გამარჯვებუ-ლის გამოვლენისას სიტუაცია?
– გიორგი, მოჰყვები შენს ამ ამბავს ხმამაღლა?

გიორგი ნაზღაიძე
:
– ხელი არ დაურტყამს. ჩანთა აიღო და მთელი ძალით შემომცხო. სახეზე გრიმი მაქვს, ჩალურჯება რომ დავფარო და ყველაზე ბოლოს იმიტომ შემოვედი დარბაზში.

– გია ჯაჯანიძე რატომ გაბრაზდა?
– დაბალ ადამიანს უჭერდა მხარს. პროტესტი რომ გამოვთქვი და ვთქვი, გამორიცხულია, ჩემმა სიმაღლემ უნდა გაიმარჯვოს-მეთქი, გადაირია. თეა აგლაძემ და ლევან ჯიბღაშვილმა ასწიეს ჯაჯო და მესროლეს.

გია ჯაჯანიძე:
– საოცარი რა არის, იცით? დაბალი ადამიანი რა, ადამიანი არაა? მე ყოველთვის დაბალს ვაძლევ ხმას და ისეთს, რომელიც მეტს იწონის.

– საბოლოოდ რომელი თქვენგანის აზრმა გაიმარჯვა?
გიორგი ნაზღაიძე
:
– ბოლოს ჩემმა და ჯაჯოს მეგობრობამ გაიმარჯვა.

ვესაუბრეთ გამარჯვებულებს – მარიამ იმედაშვილსა და ვაჟა გოდერძიშვილს.

ვაჟა:
– თექვსმეტი წლის ვარ. ვცხოვრობ ვარკეთილში. შეიძლება ითქვას, რომ ნორმალურად ვსწავლობ. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას ვგეგმავ. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობ. კონკურსში მონაწილეობა იმიტომ მი-ვიღე, რომ ჩემს ძალებში დავრწმუნებულიყავი. მიხარია, რომ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე.

მარიამი:
– მეც თექვსმეტი წლის ვარ. 50-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ და სწავლაში ცოტათი მოვიკოჭლებ. უფრო სწორად, კარგად მოვიკოჭლებ.

– ამის მიზეზი რა არის?
– ალბათ, სიზარმაცე. კონკურსში მონაწილეობას არ ვგეგმავდი. ვფიქრობდი, ვერ გავიმარჯვებდი, მაგრამ მეგო-ბრებმა მირჩიეს და ვიფიქრე, რომ ბედს ვცდიდი.

– ფიქრობენ, რომ მოდელობა ადვილია. ბევრი სიძნელე შეგხვდათ კონკურსში მონაწილეობისას?
– ჩემი აზრით, მოდელობა ადვილი ნამდვილად არაა.

ვაჟა:
– ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდე, ჟიურის რომ მოეწონო. ადვილი ნამდვილად არაა პოდიუმზე გამოსვლა.

– ყველაზე მეტად მონაწილეებს საცურაო კოსტიუმების გამოსვლის- თვის აკრიტიკებენ. თქვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა?

მარიამი:
– საქართველოში ბევრ ოჯახში ასე ფიქრობენ. არ უნდათ, მათმა შვილმა კა-მერებისა და ხალხის წინაშე საცურაო კოსტიუმში გაიაროს. ჩემი ოჯახი ნორ-მალურად შეხვდა ამ ყველაფერს.

ვაჟა:
– ბიჭ მოდელებზე ზოგადად ცუდად ლაპარაკობენ. ჩემი აზრით, ადამიანს რაც მოსწონს, ის უნდა აკეთოს. არასო-დეს მიფიქრია, რომ მოდელობა არასწორია. პროფესიადაც ვერ ჩავთვლი. ჩემთვის ეს საქმიანობა დროებითია.

მარიამი:

– მეც ვფიქრობ, რომ მოდელობა ჩემი ძირითადი საქმიანობა არ იქნება. კრიმინალური ფსიქოლოგია მომწონს ძალიან და აუცილებლად ამ განხრით ჩავაბარებ.

– სკოლაში როგორ შეხვდნენ თქვენს გამარჯვებას?
ბევრს არც მოულოცავს.

– ალბათ, არ იციან, რომ გაიმარჯვე, არ მგონია, შურის გამო მოიქცნენ ასე.

ვაჟა:
– შურის მომენტი ყოველთვის არის. გოგონების მესმის, რომ შურთ ერთმანეთის, მაგრამ ბიჭს რომ ბიჭის ვიზუალი შეშურდება, ჩემი აზრით, არაა მისაღები.

მარიამი:
– ზოგიერთ კონკურსანტთან ურთიერთობა რთული იყო. ერთმანეთისთვის კაბები არ დაუჭრიათ, მაგრამ ცდილობდნენ, ფსიქოლოგიურად ემოქმედათ. თავიდან კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად რომ მივედი, თმა დახვეული მქონდა. ერთ-ერთი მონაწილე მოვიდა და მითხრა, თმა დაიხვიე და თავი ქალი გგონიაო?

– ელოდით გამარჯვებას?
– ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ”მის თბილისი” გავხდებოდი.

ვაჟა:
– იმედი მქონდა და ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, მეც გავმხდარიყავი გამარჯვებული, მაგრამ კონკურენცია დიდი იყო და ბევრი არ მიოცნებია გამარჯვებაზე.

– კარგ ფორმაში რომ იყოთ, ამისთვის ბევრს შრომობთ?
მარიამი
: – კონკურსისთვის ერთ კვირაში ხუთი კილო დავიკელი. ფაქტობრივად, ვიშიმშილე. დილას”ჰერკულესით” ვიწყებდი, დღის განმავლობაში ხილს ვჭამდი და ვვარჯიშობდი.

ვაჟა:
– ვვარჯიშობდი, მაგრამ ჭამა არ შემიზღუდავს.

– როგორია”მის და მისტერ თბილისის” პირადი ცხოვრება?
– სრულიად თავისუფალი ვარ. ადრე მყავდა შეყვარებული, მაგრამ დავშორდი. ზოგადად, თავიდანვე ვხვდები ხოლმე, ურთიერთობა ვისთან გამომივა და ვისთან – არა და ვცდილობ, ყველაფერი მალევე დავამთავრო, რომ მომავალში განშორება რთული არ აღმოჩნდეს.

მარიამი:
შეყვარებულს რამდენიმე თვის წინ დავშორდი. ერთი წელი ვიყავით ერთად, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ, სხვადასხვა გზით წავსულიყავით.

ვაჟა:
– ჩვენს ასაკში სერიოზულ ურთიერთობებზე ფიქრი ადრეა და ჯობს, სწავლასა და კარიერაზე ვიფიქროთ.

წყარო: რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი