დაუნის სინდრომის მქონე მოდელი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დაბრუნდა

290
SHARE

მადელინ სტიუარტი საუკეთესო მაგალითია იმის დასამტკიცებლად, რომ ოცნებები ნამდვილად სრულდება. ცნობილი მარკის FTL -ის წარმომადგენელმა დიზაინერმა ანტონიო ურზიმ 18 წლის მოდელი მოდების ჩვენებაზე მიიწვია. ის იმდენად შთაგონებული იყო ალისფერთმიანი მოდელი გოგონათი, რომ მომდევნო კოლექციის ჩვენებაშიც სთხოვა მონაწილეობა. მოდელის მეორე ჩვენებამაც წარმატებით ჩაიარა, რის შემდეგაც მადლენმა ინტერნეტში პირად გვერდზე ჩანაწერი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ბედნიერი იყო პოდიუმზე დაბრუნებით, თუმცა მადელინის თვითმიზანს არა სამოდელო კარიერის გაკეთება, არამედ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პრობლემების წინ წამოწევა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში ხელშეწყობაა. დიზაინერის ყურადღება გოგონამ მას შემდეგ მიიპყრო, რაც საჯაროდ გულახდილი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მოდელობაზე ოცნებობდა. ამისათვის მას 20 კილოს დაკლება სჭირდებოდა, რის გამოც ის სერიოზულად დაკავდა ფიტნესით.

FB კომენტარები

კომენტარი