დარეგისტრირდით http://repetitors.ge/ -ზე და მიიღეთ თქვენი საქმიანობის უფასო რეკლამირება.

85
SHARE
თუ თქვენ კარგი პედაგოგი ხართ და ეწევით რეპეტიტორობას, მაგრამ ვერ აპიარებთ თქვენ თავს სათანადოდ, მიზეზთა გამო არ ხართ აქტიური ამ მიმართულებით და ბოლომდე ვერ იხარჯებით, ვერ ახერხებთ მიზნობრივ, საჭირო აუდიტორიაზე გასვლას, ვერ მოიფიქრეთ გზა, რომლითაც შეძლებთ დიდი რაოდენობით მოსწავლეთა მოზიდვას, და გინდათ ეს ყველაფერი გამოასწოროთ!
მაშინ დროა დარეგისტრირდეთ http://repetitors.ge/ -ზე და აღნიშნული საიტის მეშვეობით პოტენციურ მოსწავლეებსა თუ მათ მშობლებს ხმა მიაწვდინოთ!
ვებ-გვერდი http://repetitors.ge/ სპეციალურად პედაგოგებისთვის შეიქმნა და მათი განსახორციელებელი მიზნების ხორცშესხმის ალბათობის ზრდას, ცხოვრების ხარისხის მომატებას და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრების გზაზე მყარად და ღირსეულად დგომის მიღწევის საშუალებას ემსახურება. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა მხოლოდ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება, რაც ყველა პედაგოგისთვის უფასოა, მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა.
რეგისტრაციის პროცედურა საკმაოდ მარტივია: პირველ რიგში პედაგოგმა უნდა გადავიდეს სარეგისტრაციო გვერდზე, შავსოს ანკეტა და მიუთითოს შესაბამისი ინფორმაცია.
გახსოვდეთ, რომ პირად გვერდს, სადაც ასახულია პედაგოგის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია და მიმართვის ტექსტი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან პედაგოგის მაძიებელი მოსწავლე თუ მისი მშობელი, შემდგომში, სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
საიტზე წარმატებით დარეგისტრირების შემდეგ, პედაგოგის პირადი მონაცემები გაიგზავნება ვებ-გვერდის ანალიტიკურ განყოფილებასთან და საჭირო კორექტირების შემდეგ შესაბამის განყოფილებაში კონკრეტული საგნის, დისციპლინის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით განთავსდება.
ამის შემდეგ ყველა დაინტერესებულ პოტენციურ მოსწავლეს ექნება საშუალება ინფორმაციაზე წვდომისა. თუ რომელიმე მოსწავლე კონკრეტული პედაგოგით დაინტერესდება, იგი აცნობებს ამის შესახებ ადმინისტრაციას, რომელიც უახლოეს საათებში დაუკავშირდება დამკვეთს და გადასცემს არჩეული რეპეტიტორის საკონტაქტო მონაცემებს, ხოლო რეპეტიტორს პოტენციური მოსწავლის საკონტაქტო მონაცემები გადაეცემა.
იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაცია წარმატებით შედგება, ანუ მასწავლებელი აიყვანს მოწაფეს, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია პედაგოგს ერთჯერადი სახით აკისრებს საკომისიო თანხის გადახდას. საკომისიო თანხა საკმაოდ მცირეა –  საქართველოს პირობებში იგი 40 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რისი გაღებაც პედაგოგის მიერ არაა დასანანი მოსწავლის დიდი ხნით აყვანის შემთხვევაში. მოსწავლეთათვის საიტის სერვისი სრულიად უფასოა!
http://repetitors.ge/ გისურვებთ წარმატებას!

FB კომენტარები

კომენტარი