დანიაში ცხოველებთან სექსი ოფიციალურად აიკრძალა

968
SHARE

დანიელმა პარლამენტარებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოველებთან სექსი ოფიციალურად აკრძალეს. დანიის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მეზობელ ქვეყნებში ცხოველებთან სქესობრივი კავშირი აიკრძალა, ზოოფილებმა დანიას მიაშურეს. „არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ცხოველებთან სექსი უნდა აიკრძალოს. ჯერ ერთი, ეს ცხოველებზე თავდასხმაა, მათ „არას“ თქმა არ შეუძლიათ, ამიტომ ეს ძალადობა ოფიციალურად უნდა აიკრძალოს. კანონის დარღვევის შემთხვევაში მოძალადეებს1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, ხოლო მისი გამეორების შემთხვევაში – 2 წლამდე ციხე. ვინაიდან ცხოველებთან სექსი უკვე აკრძალული იყო ნორვეგიაში და გერმანიაში, სექსტურისტები დანიაში მასობრივად ჩადიოდნენ და იქაურ ცხოველებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ.

FB კომენტარები

კომენტარი