“გული გაგისკდება ადამიანს“ – ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში, სადაც 10 დღის პატარა ცხოვრობს

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახის შესახებ წერს.
„სასწრაფოდ, ყურადღება!!! ახლა ვარ აქ და ამ ბავშვის დედას კიდევ სამი შვილი ჰყავს. სულ პატარა 10 დღისაა. ბავშვების დედაც და მამაც ძალადობის მსხვერპლები არიან. მამას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ოჯახი შიმშილის ზღვარზეა. სამი თვით დახმარება შეუჩერდათ და ბავშვები ბოთლებს და პარკებს აგროვებენ ნაგავში. დღეს ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემა შესთავაზეს დედას და მიხვდებით ალბათ რა გამწარებულია. სასწრაფოდ სჭირდებათ საჭმელი და წამლები, ტანსაცმელს მე მოვუტან. ისეთი ამბავია, გული გაგისკდება ადამიანს, დედას ბავშვებს მაინც არ დავაკარგინებთ, არ შეგეშინდეთ, ყველაფერს გავაკეთებთ. დახმარება კიდევ შეგიძლიათ და ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე – ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები