გუგა ქაშიბაძის ფოტო კიევის რესტორნის მენიუზე განათავსეს – „ფაქტს დადებითად, იუმორით შევხვდი“

2011
SHARE

კიევში მდებარე ერთ-ერთმა ქართულმა რესტორანმა მენიუზე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ფოტო განათავსა. ფოტოს თან ერთვის წარწერა უკრაინულ ენაზე: „მაწონი; აირანი“.ფოტოზე გუგა ქაშიბაძე ქართულ ეროვნულ სამოსში – ჩოხაშია გამოწყობილი.
როგორც გუგა ქაშიბაძემ „კვირა +“ -თან საუბარში აღნიშნა, თავად ქართული რესტორნის გადაწყვეტილების თაობაზე საქმის კურსში არ იყო და მენიუზე აღნიშნული ფოტოს დართვა მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. გუგა ქაშიბაძის თქმით, ფოტო, რომელიც რესტორანმა მენიუზე დაურთო, არგენტინელმა ფოტოგრაფმა პაბლო ფერარიმ მას 2 წლის წინ, თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე გადაუღო. „ეს ფოტო დაახლოებით ორი წლის წინ საქართველოში მცხოვრებმა არგენტინელმა ფოტოგრაფმა პაბლო ფერარიმ გადამიღო. მან იცოდა, რომ ჩოხას ვატარებდი. ჩვენ გვყავს საერთო მეგობრები და ასე შევხვდით ერთმანეთს. საკმაოდ შრომატევადი ფოტოსესია იყო და დიდი შრომა გასწია. ძალიან შთამბეჭდავი ფოტო გამოვიდა. ის მთაწმინდაზეა გადაღებული, დაახლოებით იმ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაჩნდა. არ ვიცი, როგორ მოხვდა ფოტო კიევის ქართული რესტორნის მენიუში, სავარაუდოდ, ინტერნეტში ნახეს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შევიტყვე მე – ჩემს მეგობარს გადმოუგზავნა თავისმა ქართველმა მეგობარმა, რომელსაც ამ ქართულ რესტორანში ჰყავდა სტუმრები მიყვანილი და სწორედ იქ, მენიუზე ნახა ჩემი ფოტო. ამ ყველაფერს დადებითად, იუმორით შევხვდი“ , -განუცხადა „კვირა +“ -ს გუგა ქაშიბაძემ.
გუგა ქაშიბაძემ მენიუსთვის გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა.ფოტოს მისი მეგობრების მხრიდან არაერთი სახალისო კომენტარი მოჰყვა. „თან მაწონი და დამწვრობა ხომ ახლობლობენ“, – წერს გუგა ქაშიბაძის ერთ-ერთი მეგობარი გამოქვეყნებულ ფოტოზე კომენტარის სახით.

FB კომენტარები

კომენტარი