„გრემის“ დაჯილდოებაზე პოლ მაკარტნი არ შეუშვეს – მომღერალმა ფეისკონტროლი ვერ გაიარა

313
SHARE

 ბრიტანელმა როკმომღერალმა, „ბითლზის“ ყოფილმა წევრმა, სერ პოლ მაკარტნიმ, რეპერ ტაიგას მიერ ორგანიზებულ „გრემის“ გადაცემის ცერემონიალზე ფეისკონტროლი ვერ გაიარა. მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ღონისძიებაზე არ შეუშვეს. როგორც რეპერმა მოგვიანებით ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. „მე შემოსასვლელს არ ვაკონტროლებდი. არ ვიცოდი, თუ იქ სერ პოლ მაკარტნი იყო. მე გამოვედი, ერთი სიმღერა შევასრულე და ღონისძიება დავტოვე“,- წერს ტაიგა.
მისივე განცხადებით, მას არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, რომ როკის ლეგენდა დარბაზში არ შეეშვათ. „გრემის“ გადაცემის ცერემონიალზე ხელოვანები 83 ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.

FB კომენტარები

კომენტარი