გოგონა, რომელმაც 25 წლის ასაკში უკვე 19 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა – ფოტოკოლაჟი

461
SHARE

შვედური წარმოშობის ამერიკელმა პიქსი ბოქსმა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანიმაციური ფილმის – “ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი?” – გმირს დამსგავსებოდა.

ბოქსმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 25 წლისაა, უკვე 19 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და, ჯამში, 120 000 დოლარი გადაიხადა.

ოპერაციების ჩამონათვალი შთამბეჭდავია: ძუძუს გადიდება (4-ჯერ), ორი ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოს ქირურგია), გაიკეთა ასევე ყურების და წარბების ოპერაცია. გოგონას ერთი თვის წინ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და რთული ოპერაცია ჩაუტარდა – მან ქირუქრგიული ჩარევის შედეგად ექვსი ნეკნი მოიცილა. ახლა მისი წელის გარშემოწერილობა 35 სანტიმეტრია. გოგონა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და უახლოეს ხანში კვლავ დანის ქვეშ დაწოლას გეგმავს. ექიმები მას აფრთხილებენ, რომ ამ რაოდენობით ქირურგიული პროცედურების ჩატარებამ შესაძლოა, მას გამოუსწორებელი შედეგი მოუტანოს, თუმცა პიქსი ბოქსს არაფრის გაგონება არ სურს.

გოგონა სტოკჰოლმის მახლობლად დაიბადა. ის სახლში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და ელექტრიკოსად მუშაობდა, სანამ ერთ დღესაც არ გადაწყვიტა, რომ ცხოვრება შეეცვალა. ბოქსი ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადავიდა. ამჟამად მას სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე 77 000 გამომწერი ჰყავს, რომლებიც მას ამხნევებენ და სასურველი მიზნის მიღწევაში ეხმარებიან. რამდენიმე ოპერაცია ბოქსმა სწორედ მისი ინტერნეტფანატების მიერ შეგროვილი თანხით გაიკეთა.

FB კომენტარები

კომენტარი