„გოგონა ბარბი“ დაბრუნდა

324
SHARE

30 წლის უკრაინელი, „გოგონა ბარბი“, იგივე ვალერია ლუკიანოვა, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მსოფლიოს გაოცება სხეულის ახალი ფორმებით, კიდევ ერთხელ მოახერხა.

ვალერიამ საკუთარი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ინტერნეტ-სენსაციად მალევე იქცა. უკრაინელი გოგონა მაკიაჟისა და ფერადი ლინზების წყალობით, “ბარბის” თოჯინას დაემსგავსა, 2007 წელს „მის უკრაინის“ კონკურსზე ვერცხლის გვირგვინი მოიპოვა და მისი Facebook-ის და Youtube-ის გვერდებიც მილიობით თაყვანისმცემელიც გაივსო.

 მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფიქრობს, ვითომ „გოგონა ბარბის“ სხეულის დახვეწილი ფორმები „ფოტოშოპის“ შედეგია, თავად ვალერია ამ ჭორებს უარყოფს და ამბობს, რომ არანაირ მაქინაციებს არ იყენებს და მისი სხეული სრულიად ბუნებრივია.

როგორც ვალერიამ აღნიშნა, პოპულარობა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თაყვანისმცემლები მოსვენებას არ აძლევდნენ, ამიტომ დასვენება გადაწყვიტა. „გოგონა ბარბი“ 6 თვის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ახალი ფოტოების გამოქვეყნებისგან თავს იკავებდა, სულ რამდენიმე დღის წინ კი, ვალერიამ ახალი, ნავარჯიშევი სხეულითა და მებრძოლი ქალის იმიჯით, საზოგადოება კვლავ მონუსხა.

როგორც ვალერიამ განაცხადა, ექვსთვიანი დასვენების პერიოდში მკაცრ დიეტას იცავდა, ჭამდა მხოლოდ უმ თევზს, სვამდა ბევრ ნატურალურ წვენსა და წყალს, კვების რაციონიდან ამოიღო ცხიმინი და შემწვარი საკვები, ასევე, დიდ დროს მუცლის პრესის ვარჯიშებსა და სირბილს უთმობდა.

720 valeria 02

720 valeria 1

წყარო: http://www.okmagazine.ge

FB კომენტარები

კომენტარი