გოგონას არ ახსოვს ქმარი, მაგრამ ის ყოველდღე თავიდან უყვარდება – გულისამაჩუყებელი ისტორია

118
SHARE

 

ამ სევდიანმა და გულისამაჩუყებელმა ისტორიამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაახსენა ფილმი „50 პირველი კოცნა“, რომელშიც მთავარ როლებში ადამ სანდლერი და დრიუ ბერიმერი არიან.
24 წლის მურიამა და მისი მეგობარი ბიჭი ლი ჰუაიუ ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ, რის მერეც შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეს. თუმცა, ცხრა თვის წინ მოხდა ის, რამაც მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა- სერიოზული ავარიის შემდეგ, მურიამა კომაში ჩავარდა. როდესაც გონზე მოვიდა, ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი აღარ ახსოვდა, მათ შორის, საყვარელი მამაკაცი.
მისი ჭრილობები მალე მოშუშდა, მაგრამ მეხსიერება არ დაუბრუნდა. ქორწილის ჩაშლა მოუწიათ, მაგრამ ლის სჯეროდა, რომ ერთხელაც მურიამა მას გაიხსენებს. სამწუხაროდ, ორი თვის შემდეგ გოგონას მდგომარეობა გაუარესდა – მას მთლიანად ავიწყდებოდა თუ რა მოხდა გასულ დღეს და თავიდან უწევდა ახლობელი ადამიანების გაცნობა.
ოჯახთან მისი ურთიერთობა გართულდა, მურიამამ შესთავაზა ლის დაშორებულიყვნენ. მაგრამ მამაკაცმა უარი თქვა – მართალია მურიამამ მეხსიერება დაკარგა, მაგრამ არაფერი უშლიდა მათ ხელს იმაში, რომ ახალი მოგონებები, ურთიერთობები შეექმნათ.
ექიმებმა მას ურჩიეს, საღამოს ის ყველაფერი ჩაიწეროს, რაც დღის განმავლობაში ხდებოდა, ეს კი მას ადაპტაციაში დაეხმარებოდა. ერთხელაც მან გადაწყვიტა გადაეკითხა ყველაფერი, რაც მკურნალობის დროს გადახდა თავს და გაოცებული დარჩა იმ ერთგულებით და ზრუნვით, რასაც ლი იჩენდა. მას მერე, გოგონამ ერთგულ მამაკაცს ოჯახის შექმნა შესთავაზა, რაზეც უპირობო თანხმობა მიიღო.
„ამ ამნეზიამ შანსი მომცა, ისევ შევიყვარო ლი. კიდევ რომ დავკარგო მეხსიერება, ვიცი, რომ ის კვლავ შემიყვარდება“, -ამბობს მურიამა.
მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რაც ამ წყვილს თავს დაატყდა, ისინი მაინც ერთად არიან. მართალია ექიმებმა გააფრთხილეს, რომ მურიამას მდგომარეობა შეიძლება გართულდეს,თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ერთად ყველა პრობლემას გაუმკლავდებიან.

FB კომენტარები

კომენტარი