გოგონამ, კოკაინის მიღების გამო მომაკვდავი დის ფოტო, ახალგაზრდების გასაფრთხილებლად გაავრცელა

110
SHARE

28 წლის სტეისი ჯორდანმა ბრისტოლიდან, თავის „ფეისბუქში“, უმცროსი დის, ლუსი უაითის ფოტოსურათი დადო, რომელიც კოკაინის მიღების შემდეგ, საავადმყოფოს პალატაში კვდებოდა. სტეისი იმედოვნებს, რომ ამ ფოტოს ნახვა აიძულებს ახალგაზრდებს, უარი თქვან ნარკოტიკების მიღებაზე.
24 წლის სტუდენტი ლუსი უაითი კლინიკაში კოკაინისგან და რეცეპტორული მედიკამენტებისგან შექმნილი „კოქტეილის“ მიღების შემდეგ მოხვდა. გოგონა ორმოცი წუთი სულს ღაფავდა, სანამ მისი პარტნიორი გვერდით ოთახში სადილს ამზადებდა. როდესაც ლუსი იატაკზე დაინახა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახა, მაგრამ უკვე გვიანი იყო-გოგონას ტვინმა გამოუსწორებელი ზიანი მიიღო.
როგორს სტეისი ამბობს, ლუსი დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში წარმატებულად სწავლობდა, სადაც ცუდი ზეგავლენის მქონე ადამიანების გარემოცვაში მოხვდა, სწავლა მიატოვა და ყველა ძველ მეგობარს ჩამოშორდა. გოგონამ ნარკოტიკების მიღება დაიწყო და ეს მიჯაჭვულობა ფატალური გახდა – 4 დღე ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ის კომიდან ვერ გამოვიდა. „ადრე ის ცუდ სიტუაციებში გაბმას ძალიან უფრთხოდა. სასმელსაც კი არ სვამდა. ვერ ვიჯერებ იმას, რაც მოხდა.“-ამბობს გარდაცვლილის და.
სტეისი ჯორდანმა დას ფოტო გადაუღო, როდესაც ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ბოლო საათებს ითვლიდა და ეს ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა. ფოტო ვირუსული გახდა და ფეისბუქში თითქმის 100 ათასი გაზიარება მოაგროვა. სტეისის იმედი აქვს, რომ მართალია დას ვერ დაეხმარა, მაგრამ მისი ბოლო საათების ამსახველი ფოტო დაარწმუნებს სხვა ახალგაზრდებს, არ გასინჯონ ნარკოტიკი. „ფოტო, რომელზეც ჩემი და არის ასახული, რომელიც კოკაინისგან კვდება, იმიტომ დავდე, რომ სხვები გავაფრთხილო. მძულს ნარკოტიკები. ის ჭკვიანი გოგო იყო, ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი დაკარგა.“

FB კომენტარები

კომენტარი