გოგონამ თავის ორ კატას ბინა უქირავა

33
SHARE

ამერიკელმა ვიქტორია ამიტმა კატებს სახლი უქირავა. ვიქტორია სამხრეთ კალიფორნიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, სადაც ცხოველების ყოლა აკრძალულია. თავისი ორი ფისო – ტინა და ლუიზა, მან მამის სახლში ვერ დატოვა, რადგან ისინი მის ძაღლთან არ მეგობრობენ.
ერთადერთი გამოსავალი, რაც გოგონამ მოიფიქრა, კატებისთვის ბინის დაქირავებაა. მან საყვარელ ფისოებს ბინა უქირავა, რაშიც თვეში 1500 დოლარს იხდის. ბინაში, სადაც კატები ცხოვრობენ არის აბაზანა, Apple TV, მაგრამ არ არის სამზარეულო. თუმცა, თინა და ლუიზა ამას სულაც არ განიცდიან. ცხოველებს უვლის სახლის გამქირავებელი, რომელიც მათ აჭმევს და მათ ჰიგიენას უზრუნველყოფს.
ვიქტორია ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება დროებითია. როგორც კი მას საშუალება ექნება, იქირაოს სახლი უნივერსიტეტის ახლოს, იქ გადავა თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ახლა კი მათ არდადეგების დროს ნახულობს.

FB კომენტარები

კომენტარი