გიორგი, იგივე ლიზა ქისტაური, კრიტიკას პასუხობს

1699
SHARE

გიორგი ქისტაურმა, რომელიც პოპულარული იუმორისტული ვიდეოებით გახდა, სქესი შეიცვალა და ახლა ლიზა ქისტაურია. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გარკვეულწილად, საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას ეხმაურება.
როგორც ქისტაურმა დაწერა, ყველა მშობლისთვის ასეთი რამ ძალიან რთული მისაღები და გადასატანია, მაგრამ მისივე თქმით, თავის მშობლებს ახლა ასმაგად აქვთ მასზე დაცვის ინსტინქტი გააქტიურებული. ​
“ალბათ, ყველაზე ნაკლებად არის ახლა იმის დრო და მომენტი, რომ ნეგატიურ კომენტარებს გავცე პასუხი, მაგრამ მაინც დავწერ, რაც შეიძლება მოკლედ:
1- იმისთვის, რომ ხალხმა ილაპარაკოს ჩემზე და ვიყო განხილვის საგანი, ვერ და არ გავაკეთებდი იმ ყველაფერს, რასაც ახლა ვაკეთებ, ვინც ახლა ვარ.
2- არავის არ გახვევთ თავზე ჩემს პირადს, ერთადერთი მიზანი იმისა, რომ ვილაპარაკო მე და ყველა ადამიანმა იმ პრობლემებზე, რაც გვხვდება ყოველდღიურად, არის ამ პრობლემების შემცირება, ხალხისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, მცდარი აზრის რეალურისკენ შეცვლა.
3- რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ უპატრონო ვარ და უბედური ჩემი მშობლები, რა თქმა უნდა, ყველა მშობლისთვის ასეთი რამ ძალიან რთული მისაღები და გადასატანია, მიუხედავად იმისა, ვინ სად ვართ, ამერიკა იქნება ეს თუ აფრიკა. ბუნებრივია, ჩემებმაც ძალიან განიცადეს ეს ყველაფერი, მაგრამ მშობელი იმისთვისაა, რომ შვილს, კარგად ყოფნისას თუ ცუდად ყოფნისას, გვერდში დაუდგეს. ჩემს მშობელს ახლა ასმაგად აქვს ჩემი დაცვის ინსტინქტი გააქტიურებული, რის გამოც უბედნიერესი ვარ და კი, მყავს მშობლები, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და ძალიან მიყვარს.
4- “ბავშვებს ეს ვაყურებინოთ?”. საერთოდ არ მიყურებია ბავშვობაში არც ტრანსებისთვის და არც “ელგებეტეებისთვის”, პირიქით, სულ “ბუტლები, ბუტლების” გავიძახდი .
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას უყურებს და მოისმენს, ეს ჩაცმის სტილი არ არის, რომ მოგეწონოს და მიბაძო, ეს ძალიან დიდი რამეა, წარმოიდგინეთ, ყოველ დღე გიწევთ იმ ადამიანად ყოფნა და ცხოვრება, ვინც საერთოდ არაფერ შუაში არ არის თქვენთან. კატასტროფაა და ამას ადამიანი ჩამოყალიბების პროცესში, ადრე თუ გვიან, ხვდება და აანალიზებს.
5- ყველამ თქვენს დედ-მამას და შვილებს მიხედეთ, ბევრად დიდი პროგრესის მომსწრენი გახდებით, ვიდრე სხვისი შვილების და მშობლების ლანძღვა.
თქვენც, იმ ადამიანებმა, ვინც მომისმინეთ და გამიგეთ, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა”,- წერს ლიზა ქისტაური.

FB კომენტარები

კომენტარი