გიორგი ვარდოსანიძე – ნახევარ თბილისთან ვიწექი, ნახევარი თბილისი ცოლად მოვიყვანე

314
SHARE

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ჟურნალ ,,თბილისელებთან” მასზე გავრცელებულ ჭორებზე საუბრობს. გიორგი ვარდოსანიძის თქმით, მას მოსწონდა ჭორები, იპრანჭებოდა, მაგრამ ახლა უკვე აღიზიანებს, უფრო მეტიც, ყურადღებას საერთოდ არ აქცევს და ისე აგრძელებს ცხოვრებას, როგორც თავად მოსწონს. ,,ვერავის ლაპარაკს ვერ ავყვები, ვერავის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ და ვერც იმას გავუწევ ანგარიშს, ვის რა მოსწონს. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და, როგორც მომინდება და ვისთანაც მომინდება, ისე ვიცხოვრებ. იმდენი ჭორი გავიგე ჩემს თავზე, იმდენთან დამაწვინეს და მომკლეს, უკვე ვეღარ ვითვლი (იცინის). ნახევარ თბილისთან ვიწექი, ნახევარი თბილისი ცოლად მოვიყვანე, ხანაც გეი ვარ, არადა, არც „ბაბნიკობის“ სურვილი მქონია და არც გეობის. როგორც ყველა თავისუფალი მამაკაცი ცხოვრობს, ისე ვცხოვრობ მეც”, – ამბობს მსახიობი. გიორგი ვარდოსანიძე დღეს შეყვარებული არ არის და, მისი თქმით, ამ თავისუფლებით ტკბება.

წყარო: primetimenews.ge

FB კომენტარები

კომენტარი