გინესის რეკორდსმენმა, ანა ლომინაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

72
SHARE

ქართველმა მოცურავემ და რეკორდსმენმა, 19 წლის ანა ლომინაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ბორკილებითა და ჯაჭვებით ხელფეხშეკრულმა სპორტსმენმა 25-მეტრიანი დისტანცია 21.76 წამში დაფარა. სარეკორდო გაცურვა 3 აპრილს, თბილისში, დიღმის საცურაო აუზზე შესრულდა. ანა ლომინაძის მიზანი ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში (ბორკილითა და ჯაჭვით) 25–მეტრიანი მანძილის მინიმალურ დროში გაცურვა იყო. აღსანიშნია, რომ ანამ, საკუთარი სურვილით, სპეციალურად გაირთულა მდგომარეობა და ხელები ბორკილებით ზურგსუკან შეიკრა; აგრეთვე, უარი განაცხადა წესებით გათვალისწინებულ პრივილეგიაზე, რაც წვივებს შორის ჯაჭვით 50–სანტიმეტრიან დაშორებას ითვალისწინებდა. ქართველი რეკორდსმენი პოპულარული ამერიკული გამოცემის – “რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების” 2014 წლის წიგნში მოხვდა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს რეკორდების ფედერაცია იყო.

FB კომენტარები

კომენტარი