გერმანიაში საცირკო წარმოდგენის დროს სპილო მაყურებლებს დაეცა (ვიდეო)

88
SHARE

გერმანიაში საცირკო წარმოდგენის დროს სპილო მაყურებლებს დაეცა. ინციდენტი კრონის ცირკში მოხდა. წარმოდგენის დროს ორი სპილო დედალ სპილოს თავს ესხმოდა, რის გამოც სპილო მალამ ვარდნა დაიწყო და მანეჟის მეორე მხარეს გადავარდა. პანიკაში მყოფმა ხალხმა გაქცევა დაიწყო. ცირკის თანამშრომლებმა შეძლეს გამძვინვარებული ცხოველების დამშვიდება, თუმცა ამ „კონფლიქტის“ დროს, რამდენიმე მაყურებელმა ტრავმები მიიღო. დაზიანდა თავად მალაც, რომელიც ახლა ცალი ფეხით კოჭლობს, თუმცა წარმოდგენებში კვლავ მონაწილეობს.
მომხდარით დაინტერესდა ცხოველების მსოფლიო ორგანიზაცია PETA, რომელიც მათ უფლებებს იცავს. ცხოველთა დამცველები აღშფოთებულები არიან იმით, რომ კრონეს ცირკში ცხოველები 18-20 საათი დამბული ჰყავთ და ითხოვენ ამ საცირკო ჯგუფის წარმოდგენების აკრძალვას გერმანიაში. თუმცა, ცირკის ხელმძღვანელი ჟან მანდანა თვლის, რომ ცხოველები უბრალოდ ლიდერობისთვის იბრძვიან, ამიტომ მათ შორის კონფლიქტები ნორმაა.

FB კომენტარები

კომენტარი