გენეტიკის სამყარო- იდიოტიზმი მამიდან ვაჟიშვილზე არ გადადის

710
SHARE

ინტელექტი არ გადადის მამიდან ვაჟზე. თუ თქვენ გენიოსი ხართ, თქვენი შვილი არ მიიღებს მემკვიდრეობით თქვენს გენებს.
იდიოტიზმი არ გადადის მამიდან ვაჟიშვილზე. თუ თქვენ ჩამოყალიბებული კრეტინი ხართ, თქვენი ვაჟიშვილი არ იქნება ისეთივე იდიოტი, როგორც თქვენ (რაც მოსალოცია)
მამის ინტელექტი გადადის მხოლოდ ქალიშვილზე. და ისიც სანახევროდ.
მამაკაცს ინტელექტი მხოლოდ დედისგან გადაეცემა, რომელიც მან , თავის მხრივ, მამისგან მიიღო.
გენიოსების ქალიშვილები სანახევროდ ჭკვიანები იქნებიან, მაგრამ მათი შვილები გენიოსები გამოვლენ. თუ მათი მამა რეგვენია, ქალიშვილი იმაზე ნახევრად რეგვენი გამოვა, ვიდრე მამაა.
ამიტომ, გენიოსი ქალები არ არსებობენ ისევე, როგორც არ არსებობენ ასპროცენტიანი ქალი-იდიოტები. სამაგიეროდ, არსებობენ მამაკაცი-გენიოსები და მამაკაცი-რეგვენები. აქედან მოდის თაობა ალკოჰოლიკი-უიღბლოების და მარტოხელა დედების, ასევე ნობელის ლაურეატების (ძირითადად მამაკაცები)
დასკვნა მამაკაცებისთვის:
ვაჟიშვილის გონებრივი შესაძლებლობის პროგნოზირებისთვის, შეხედე შენი მეუღლის მამას (თუ ის აკადემიკოსია, შენი შვილი ჭკვიანი იქნება).
შენი ქალიშვილი შენი ჭკუის ნახევარს მიიღებს, ისევე, როგორც შენი სიდებილისას. ინტელექტით ის შენთან უფრო ახლოს იქნება. მისი ვაჟიშვილი მთელ შენს გონებრივ შესაძლებლობებს მიიღებს. გინდა ჭკვიანი შთამომავლობა?-იოცნებე ქალიშვილზე.
შენ გონებრივი შესაძლებლობები დედისგან გაქვს, უფრო სწორად, ბაბუისგან.
დასკვნა ქალებისთვის:
შენი ვაჟიშვილი ჭკუით მამაშენის კოპიოა, და მისი ლანძღვა “მამასავით შტერი ხარ”-შეცდომაა.
შენი ქალიშვილი აღზრდით შენ დაგემსგავსება, მაგრამ ჭკუით მამას. მისი ვაჟიშვილები კი თქვენი ქმრის გონებრივი ასლები იქნებიან.
ითვლება, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის მთავარი შედეგი ის არის, რომ ხანშიშესული ადამიანები დღეს დიდხანს ცხოვრობენ, მაგრამ ეს ასე არ არის. მთავარ, უდიდეს , სტრატეგიულ შედეგს სიცოცხლის ხანგრძლივობის ნახტომისა წარმოადგენს არა ის, რომ სიბერე დიდხანს გრძელდება, არამედ ის, რომ გაცილებით გვიან იწყება.
მათთვის, ვინც ახლა 40, 50,55 წლისაა, სიბერე იწყება მხოლოდ 75-80 წლის ასაკში. ანუ მთელი 25 წლით-მეოთხედი საუკუნით გვიან, ვიდრე მათი მშობლების თაობისთვის. სულ ცოტა ხნის წინ არსებობდა მხოლოდ 3 ძირითადი პერიოდი: ახალგაზრდობა, ზრდასრულობა და სიბერე. ახლა “ზრდასრულობა” იწყება 50 -დან და ადამიანის ცხოვრების სრულიად ახალ, ადრე არარსებულ ეტაპზე გადადის.
რა ვიცით მასზე?
ის თითქმის 30 წელი გრძელდება-50-დან დაახლოებით 75-მდე.
ძველი შეხედულებებისგან განსხვავებით, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები ამ პერიოდში , სწორი მოვლის პირობებში, არ მცირდება და რჩება ისეთივე, ან უმჯობესდება კიდეც.
პოტენციურად ეს უკეთესი, ხარისხიანი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, რადგან მოიცავს ჯანმრთელობას, ძალ-ღონეს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ” ახალგაზრდობამ რომ იცოდეს და სიბერეს რომ შეეძლოს”-ეს უკვე აღარ არის ჩვენზე ნათქვამი. ყველა სტატისტიკური მონაცემით, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დრო, მისი პიკი დღეს დაახლოები 65 წლის ასაკში იწყება.
ვინც დღეს 55-65 წლისაა, სწორედ ისინი გადიან, ადამიანის ცხოვრების ისტორიაში პირველად, ამ ეტაპს. ადრე ის უბრალოდ, არ არსებობდა. რადგან ადამიანები გაცილებით ადრე ბერდებოდნენ.
უახლოეს რამდენიმე ათწლეულში 50-75 წლის ადამიანები ყველაზე მასობრივი ასაკობრივი ჯგუფი იქნება პლანეტაზე.
რით განსხვავდება ცხოვრება 50 წლის შემდეგ მისი წინა პერიოდისგან?
იმით, რომ არავის უსწავლებია ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ 50-ის შემდეგ. ჩვილობაში ჩვენ გვამზადებდნენ ბავშვობისთვის, ბავშვობაში-სიყმაწვილისთვის, სიყმაწვილეში-ახალგაზრდობისთვის, ახალგაზრდობაში ათობით საათს ვატარებდით მომავალი ზრდასრულობის გამოწვევებისთვის მზადებაში.
და მხოლოდ 50-ის სზღვარს ვკვეთთ ისე, რომ წარმოდგენაც არ გვაქვს როგორ, რითი და რისთვის უნდა ვიცხოვროთ შემდგომ. აქ არაფერია გასაკვირი. საიდან უნდა მოვიტანოთ ეს ცოდნა, თუ ჩვენი მშობლების თაობა 50 წლიდან ოფიციალურად ბერდებოდა, და ცხოვრება კი არ უნდა გაეგრძელებინათ, არამედ ნელ-ნელა სიკვდილი უნდა დაეწყოთ.
ჩვენ იშვიათად შევიმეცნებთ, რომ ის ცხოვრებისეული პროგრამა, რომელსაც ჩვენ მივდევთ, ცხოვრებაში მოგზაურობა , რეალურად წინა თაობების მიერაა ჩადებული. სწორედ წინა თაობებმა შექმნეს ის წიგნები, ფილმები, განათლების სისტემა, რომელიც ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ჩვენი გონების ფორმირებას ახდენენ.
მაგრამ წინა თაობებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ცხოვრებაზე 50 წლის შემდეგ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ 50-ის შემდეგ, პრინციპში, ცხოვრება აღარც ქონდათ. ამიტომ ის არ არსებობს ცხოვრების პროგრამაში, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა.
ყველანაირი სტატისტიკით, მათთვის, ვინც ახლა 50-55 წლისაა, სიბერე 80 წელზე ადრე არ იწყება. ეს ძალიან, ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, აიღეს და გვაჩუქეს 25 წელი (!) დამატებით აქტიური და სავსე ცხოვრების 25 წელი.
პრობლემა იმაშია, არავის უსწავლებია როგორ გამოვიყენოთ ეს საჩუქარი. და შედეგად, 50 წლის ზღვარს როცა ვაბიჯებთ, ნაადრევი სიბერის არცოდნის შემთხვევაში, 25-30 წლის დაკარგვით ვრისკავთ, რომლებიც, სავსებით შესაძლებელია, რომ საუკეთესო წლები ყოფილიყო . 50-ის მერე ცხოვრებაში შესანიშნავი მომენტი დგება, როცა არის დრო, ჯანმრთელობა, ძალ-ღონე, თავისუფლება სოციალური პასუხისმგებლობებისგან, გამოცდილება, და სიბერის დაწყებამდე თანამედროვე კრიტერიუმებით, კიდევ საუკუნის ნახევარი!
არ დაკარგოთ ეს დრო ფუჭად. შემდეგში ძალიან ინანებთ! თუ 50-ს გადაცილებული ხართ, დღეს თქვენთვის ყველაფერია შესაძლებელი: ახალი გატაცებები, ახალი სიხარულები და შთაბეჭდილებები, ახალი კარიერა, ახალი სიყვარული, ახალი მოგზაურობა. ამასთან, ცხოვრების ამ შთაბეჭდილებების ხარისხი ბევრად უკეთესია, ვიდრე მწვანე, თავქარიან სიყმაწვილეში, ან პასუხისმგებლობებით დახუნძლულ ზრდასრულობაში. ვაშა! ცხოვრება წინაა!

წყარო:http://www.postalioni.com

FB კომენტარები

კომენტარი