გამოქვაბულში ჩარჩენილი ტაილანდელი მოზარდები იპოვეს, მაგრამ დატბორილი გამოქვაბულიდან ვერ გამოჰყავთ (ვიდეო)

176
SHARE

12 სკოლის მოსწავლის და მათი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ორშაბათს დატბორილ მღვიმეში იპოვეს, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ტაილანდის იმ პროვინციის გუბერნატორმა მედიას განუცხადა, სადაც ეს შემთხვევა მოხდა.
მასშტაბური სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილობრივი ფეხბურთის საბავშვო გუნდის წევრების და მათი მწვრთნელის საპოვნელად, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისინი შვიდკილომეტრიან გამოქვაბულ თხამ ლუანგში 23 ივნისს შევიდნენ და მოულოდნელი დატბორვის შემდეგ, ჩაკეტილები აღმოჩნდნენ.
„არცერთი მათგანი სერიოზულ პრობლემებს არ განიცდის. რა თქმა უნდა, ისინი, უწყლობით და შიმშილით იყვნენ გატანჯულები, მაგრამ სერიოზული პრობლემები არ არის“-განაცხადა გუბერნატორმა. მისი თქმით, მან უკვე მიიღო იმ ექიმების არაოფიციალური განმარტებაც, რომლებიც გამოქვებულში მუშაობენ:
„ფერების სამედიცინო შკალის მიხედვით, მათი მდგომარეობა შეიძლება აღიწეროს, როგორც „მწვანე“ და მხოლოდ რამდენიმეს მდგომარეობა არის „ყვითელი“, რაც ასევე არ გულისხმობს გართულებებს. ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რომ ბავშვებს ძალების აღდგენაში დაეხმარონ, რათა მათ გამოქვაბულის დატოვება შეძლონ. მათთან იმყოფებიან ექიმები და ის მყვინთავები, რომლებმაც ისინი იპოვეს.“
როგორც ირკვევა, ექიმების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრა დღეს გამოქვაბულის უფრო შორეულ ნაწილში, რომელშიც დაკარგულები იმყოფებიან. „ეს გრძელი გზაა, დღესაც კი, როცა ნანგრევები გაწმენდილია, საჭიროა ექვსი საათი, რომ იქამდე მიაღწიონ.“
23 ივნისს, როდესაც მწვრთნელმა და გუნდის წევრებმა ამ გამოქვაბულში შესვლა გადაწყვიტეს, ძლიერი წვიმა დაიწყო, ახლომდებარე მთებიდან კი, წყალი სწორედ გამოქვებულში ჩავიდა. როდესაც მცირეწლოვანი ფეხბურთელების ოჯახები მიხვდნენ, რომ მათი შვილები დაბრუნებას აგვიანებდნენ, ისინი ადგილზე მივიდნენ და გამოქვებულის წინ ველოსიპედები და სხვადასხვა ეკიპირებაც იპოვეს. თუმცა გამოქვაბულში შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ღამის განმავლობაში ადგილზე ჩამოვიდნენ ტაილანდური სამხედრო-საზღვაო ძალების დანაყოფი დაივინგის ეკიპირებით, შემდეგ ტაილანდის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებიც. რამდენიმე დღის განმავლობაში, მაშველები მოდიოდნენ მეზობელი ლაოსიდან, ხოლო კვირას მათ დიდი ბრიტანეთიდან სამი დაივერი-სპელეოლოგიც შეუერთდა.
24-25 ივნისის ღამეს, სამუშაოებს შეუერთდნენ აშშ-ის ოკინავას ბაზიდან ჩამოსული მაშველები, შემდეგ კი მაშველი-დაივერები ავსტრალიიდან. 27 ივნისისთვის ოპერაციამ სრულიად საერთაშორისო ხასიათი მიიღო- ტაილანდელ კოლეგებთან ერთად, მღვიმედან წყლის ამოსაქაჩად იაპონელი ინჟინერები მუშაობდნენ. შიგნით კი მუშაობდნენ მყვინთავები და მაშველები შვიდი სახელმწიფოდან. ათასობით სამხედრო და ვოლონტიორი ეძებდა გამოქვაბულში ალტერნატიულ შესასვლელს.
28 ივნისს გაირკვა, რომ ბავშვებმა მღვიმეში შესვლამდე ადგილობრივ მაღაზიაში დიდი რაოდენობით სასუსნავი, გამაგრილებელი სასმელები იყიდეს.
ახლა ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები დაკარგულების მიწის ზედაპირზე ალტერნატიული გზით გაყვანის თაობაზე. მდგომარეობას ართულებს ის, რომ პროვინციაში ისევ ძლიერი წვიმა დაიწყო.
ძლიერი წყალსაქაჩები ბანგკოკიდან აგრძელებენ წყლის ამოქაჩვას, რითიც ნარჩუნდება წყლის ის დონე, რომლის დროსაც მაშველებს მუშაობა შეუძლიათ და შესაძლებელია ბავშვების ზედაპირზე ამოყვანა აკვალანგებით იგივე გზით, რომლითაც დაივერები ჩავიდნენ. თუკი წვიმის სიძლიერე მოიმატებს, სიტუაცია შეიძლება გართულდეს. თუკი წყლის ნაკადები ბოლომდე ჩაკეტავენ „ბავშვების კუნძულს“, მაშველებს და დაზარალებულებს დინების წინააღმდეგ ცურვა მოუწევთ, რაც ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუ კი ამ გზით მათი ამოყვანა შეუძლებელი იქნება, ერთადერთი ვარიანტი გახდება თოკებით ვერტიკალური შახტიდან ამ ადამიანების ამოყვანა.

FB კომენტარები

კომენტარი