გამოუვალი მდგომარეობა მხოლოდ საკუთარი ფიზიკური სხეულის სიკვდილია-რას წერს ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში

285
SHARE

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ რწმენა მხოლოდ “ღმერთს” ან რელიგიებს არ ეხება. მისივე თქმით, სანამ ადამიანი ათეისტი გახდება მან ბევრი პრობლემა და სირთულე უნდა გაიაროს.

როგორც ის აღნიშნავს, გამოუვალი მდგომარეობა მხოლოდ საკუთარი ფიზიკური სხეულის სიკვდილია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად ამოწურე საკუთარი თავის რესურსი. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ადამიანს ტვინი, აზროვნება და განვითარების უნარი, იმიტომ მიეცა, რომ ზუსტად დატოვოს ის, რაც ჩვენი წასვლის შემდეგ, სამუდამოდ იცოცხლებს.

“რა არის რწმენა? ვინმეს თუ გონია, რომ რწმენა მხოლოდ “ღმერთს” ან რელიგიებს ეხება ეს უკვე დიდი შეცდომაა, რწმენა არსებობს ყველაფერში, რისიც გჯერა და გრძნობ. როდესაც კარგავ რწმენას იმ გარკვეული “რაღაცის” მიმართ, ხდები ათეისტი, ასევე ათეისტი არ ეხება მხოლოდ რელიგიურ სამყაროს, ათეისტი შეიძლება გახდე ადამიანი შეგრძნებების მიმართ, რისიც არ გწამს ვერც განიცდი, ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ სანამ ამ ეტაპამდე მივა ადამიანი, ძალიან ბევრი რამ უნდა გაიაროს, გაიაროს ბევრი პრობლემა და საშინელი სირთულეები და როდესაც ეცემა, თავის კონტროლს კარგავს და უკვე გრძნობს რომ სტრესის შემაჩერებელი კედელიც ნდობის კედელთან ერთად ჩამოიშალა, მაშინ ავტომატურად ირთვება თავდაცვის მექანიზმი, რაზეც წინა პოსტებში ვისაუბრე.

გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე: სირთულეებს რაც ეხება, ყველას გვქონია მომენტი როდესაც გვიფიქრია ან იმ დონეზეც მივსულვართ რომ საკუთარ თავთან ხმამაღლა გვისაუბრია თუნდაც სარკის წინ, “რატომ ხდება ასე”, “რა დავაშავე რომ მსგავსი რამ შემემთხვა”. ერთი სიტყვით, რომ გავამარტივოთ “თვითგვემა”. თუ დავუკვირდებით სიტუაციებს და მოცემულ რთულ მდგომარეობებს/პრობლემებს, ყოველთვის გვხვდება ისეთი სირთულე რასაც ყველაფრის მიუხედავად ვლახავთ, ამ გადალახვის პროცესში შემდეგ გამოცდას ხვდები უკვე ბევრად ძლიერი და მობილიზებული, ანუ დასკვნა არის ის, რომ თავად ცხოვრება არის ერთი დიდი რთული გამოცდა, რომელიც სავსეა უამრავი პრობლემებით… მათ იერარქიული წყობა აქვთ და აქვთ სხვადასხვა (ზოგს რთული ზოგს ადვილი) შემოტევები ადამიანების ცხოვრებაში, რაც უფრო რთული მდგომარეობაა, მით უფრო ძლიერი ხდები მისი გადალახვის დროს და ამ მომენტში რაღაც დროის მერე ხვდები, პირველი საფეხურიდან ახვედი მეორეზე, ის რაც მაშინ გიწამლავდა სიცოცხლეს ხდება ბამბის შეხების მსგავსი, ანუ დასკვნა არის ის, რომ ტყუილად არ უთქვამთ “რაც არ გკლავს , გაძლიერებს” გამოსავალი ყოველთვის არსებობს, გამოუვალი მდგომარეობა მხოლოდ საკუთარი ფიზიკური სხეულის სიკვდილია, ეს ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად ამოწურე საკუთარი თავის რესურსი, განვითარების ნაცვლად დეგრადირდი და დაასრულე შენი ფუნქცია, ზოგადად ადამიანები არ ვცოცხლობთ სამუდამოდ და ეს ყველამ კარგად ვიცით, იმიტომ მოგვეცა ტვინი, აზროვნება და განვითარების უნარი, რომ ზუსტადაც დავტოვოთ ის, რაც ჩვენი წასვლის შემდეგ, სამუდამოდ იცოცხლებს. ყოველთვის გადაუხადეთ წარსულს და მასში მყოფ პრობლემებს მადლობა, გააცილეთ მშვიდობით და გაიაზრეთ, რომ თითოეული მოცემული, გავლილი, გაუვლელი და მოლოდინში მყოფი პრობლემა ისევ ჩვენი განვითარებისთვის და ახალი ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის გვეჩეხება წინ”,-წერს ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი