გაიზრდება და უკვე ახალგაზრდა, მოკლავს რომელიმეს, მის მწამებელთაგანს-რას წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე

504
SHARE

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ აყენებენ არასრულწლოვნები თანატოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. როგორც ჟურნალისტი წერს, ეს ბავშვი გზადაგზა შურისძიებაზე იფიქრებს და მისივე თქმით, უკვე ახალგაზრდა, რომელიმეს მის მწამებელთაგანს მოკლავს და მერე როგორც მკვლელს, ისე ჩაქოლავს საზოგადოება, რომელიც დღეს მას იცავს.

“გაიზრდება ის ბავშვი…
ამ ტკივილით…
წუხილით…
ცრემლით…
სირცხვილით…
გზადაგზა, მთელი ბავშვობა, შურისძიებაზე იფიქრებს…
გაიზრდება და უკვე ახალგაზრდა, მოკლავს რომელიმეს, მის მწამებელთაგანს და მერე როგორც მკვლელს, ისე ჩაქოლავს საზოგადოება, რომელიც დღეს მას იცავს. საზოგადოება, რომელსაც დღევანდელი ვიდეო ხვალ უკვე დავიწყებული ექნება, ისე, როგორც დათო სარალიძე და მისი მეგობარი, სასტიკად მოკლული ბავშვები შეატოვა მამას, უსამართლო სამართალს…
ასეთია ცხოვრება, ყოველთვისაა საშიშროება, რომ გზიდან გადაუხვევ…
სამწუხაროა…”,-წერს დარეჯან მეფარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვნები თანატოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ვიდეოს თავად იღებენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

FB კომენტარები

კომენტარი