გავიხსენოთ 2000-იანი წლებიდან მოყოლებული ბავშვობა

177
SHARE

მილენიალების თაობის წარმომადგენლებს ​”კვირა პლუსი”  2000-იანი წლების მოგონებებს გახსენებთ, რომლებიც ზოგისთვის შესაძლოა სევდისმომგვრელი იყოს, ზოგისთვის კი ბედნიერი, ტკბილი ბავშვობის წლებთან ასოცირდებოდეს.  ერთად გავიხსენოთ სულ რაღაც 10-15 წლის წინანდელი ნივთები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საკვები და სხვა.
1. მეტროს “ჟეტონები” – გახსოვთ წითელი ფერის ჟეტონები, რომელთა ყიდვაც სულ რაღაც 20 თეთრად იყო შესაძლებელი?

2.გაზის გამათბობელი “ნიკალა”- ყველა ოჯახის სითბოს სიმბოლო.

3.უბნებში ნაყინის ჩამომტარებელი-თავისი ბურბუშელა ვარდისფერი ნაყინებითა და “სტაკანჩიკი მაროჟნებით

4. ნამცხვარი “ენა”- დიდებისა და პატარების გემრიელი ნუგბარი სულ რაღაც 20 თეთრად.

5.”მარშუტკა” 20 თეთრად- ყინვაგამძლეც და სიცხის ამტანიც.


6.ტელევიზორის ანტენები- ლათინური და ესპანური სერიალების მოყვარულთათვის ყველაზე საჭირო ნივთი.


7.ტუჩსაცხი სხვადასხვა ხილის არომატით- ყველა გოგოს ბავშვობის საყვარელი და განუყრელი ნივთი.

8.”პუდრიანი ბულკები“- სკოლიდან გამოსვლის აღსანიშნავი საუკეთესო დესერტი.

9.”ნაკლეიკები“- ბავშვობის საყვარელი გმირების მისაკრობი სტიკერები, რომლებიც “მეგობრების დღიურის” მთავარი გასაფორმებელი აქსესუარები გახლდათ.

10. წვენი “ზუკო“- ღმერთმა უწყის რა ქიმია დაულევიათ “მილენიალებს”.

.
11. გაზეთი თინეიჯერებისთვის- “ოსკარი”- “US5”-ის და სხვა საყვარელი მომღერლების “პლაკატებით”

12.თქვენ რომელი მობილური ტელეფონი გქონდათ?
13. ორცხობილა “პიკნიკი”- რამდენი თქვენგანი უკიდებდა ცეცხლს?

FB კომენტარები

კომენტარი