გაეყრებიან თუ არა ერთმანეთს ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი?

132
SHARE

ბოლო დროს კვკლავ აქტიურად განიხილება ჰოლივუდელი ვარსკვლავების ბრედ პიტის და მისი მეუღლის ანჯელინა ჯოლის შესაძლო გაყრის საკითხი. ეს სწორედ იმ დროს ხდება, როდესაც ეკრანებზე მეუღლეების რამდენიმეწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგი – კინოფილმში „By the sea“ უნდა გამოვიდეს.
თავის ბოლო ინტერვიუში ჯოლიმ აღიარა, რომ მას ძალიან უჭირს მეუღლესთან ერთად გადაღების პროცესში მონაწილეობა. მას თურმე ჩხუბის სცენების გადაღების დროს ხელოვნურად უწევდა ბრედის გამოწვევა აგრესიული გრძნობების გამოსახატავად. ჯოლი არა მარტო მსახიობი, არამედ ამ კინოფილმის რეჟისორი და პროდიუსერიც არის, ამიტომაც ის ორმაგ პასუხიმსგებლობას გრძნობდა.
წყვილთან დაახლოებული ადამიანების ინფორმაციით, სწორედ ჯოლის მძიმე ხასიათი გახდა ოდესღაც ბედნიერი წყვილის არაერთი კონფლიქტის მიზეზი. პიტი დაიღალა, რომ მისი მეუღლე ესაუბრება როგორც უფროსი, თანაც არა მარტო გადასაღებ მოედანზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც.
შეგახსენებთ, რომ ათი წლის წინ ჯოლიმ და პიტმა კინოფილმში „მისტერ და მისის სმიტი“ ითამაშეს და ამ ფილმში მათ შორის არსებულმა გრძნობებმა რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. ორ სექს-სიმბოლოს შორის აბობოქრებული რომანი გაჩაღდა. ახალ ფილშმი კი პირიქით მოხდა – რეალური ცხოვრებიდან კინოში გადავიდა აპათია, დაღლილობა და აგრესია, რაც ანჯელინას ასე სურდა, რომ გადასაღებ მოედანზე ეხილა.

FB კომენტარები

კომენტარი