„გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!“ – დედამიწიდან 78 მილიონი კილომეტრის დაშორებით, სიცოცხლის ნიშნებს მიაგნეს (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

294
SHARE

არსებობს თუ არა სიცოცხლე მარსზე?! – კითხვას, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ალბათ ყველა ადამინს ერთხელ მაინც გასჩანია, პასუხი გაეცა. მეცნიერები დღეს უკვე ამბობენ, რომ იქ სიცოცხლე იყო. და ვინაიდან ჯერ კიდევ გუშინ NASA-მ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ წითელ პლანეტაზე წყალი თხევადი სახითაც არსებობს, ეს ნიშნავს იმას, რომ მზის სისტემაში სიშორით მეოთხე პლანეტაზე, სიცოცხლე ახლაც არსებობს.

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოს ადრეც მიუგნია გაყინული წყლის კვალისთვის მარსის პოლუსებზე, თუმცა მაშინდელი მოსაზრებებით, პლანეტა ცხოვრებისთვის შეუსაბამო იყო. მარტში NASA-ს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ იმ თეორიის მტკიცებულებები ჰქონდათ, თითქოს მარსის ზედაპირის ერთ მეხუთედს ერთ დროს რამდენიმე მილის სიღრმის ოკეანე ფარავდა.

„თუ ისინი გამოაცხადებენ, რომ გაყინული ზედაპირის ქვეშ თხევადი წყალი აღმოაჩინეს, რაც ერთ-ერთია იმ თეორიებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში ვისმენდით, ეს შეცვლის წარმოდგენას პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაზე“, – ამბობდა დაგ მაკკუისტონი, NASA-ს მარსის პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი.

12046931_1050901731609994_5955156643583160054_n

პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაზე წარმოდგენა გუშინ ნამდვილად შეიცვალა. მარსის მისტიკა „ნასა“-მ ამოხსნა და პრესკონფერენციაზე გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, მილიარდობით ადამიანს აუწყა, რომ მარსზე თხევადი წყალი აღმოაჩინეს.
ამერიკის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გუშინ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც წითელი პლანეტის ზედაპირზე, სეზონურად მარილიანი წყალი მოედინება. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ამის დამადასტურებელი ფოტოებიც გაავრცელა.

NASA-ს ინფორმაციით, პლანეტაზე წყალი სეზონური ნაკადის სახით, წლის თბილ პერიოდში ჩნდება, სიცივის პერიოდში კი წყდება და იკარგება. დინების სიგანი არ აღემატება 5 მეტრს. წყლის დაფიქსირება კოსმოსური აპარატ – High Resolution Imaging Science Experiment (HiRISE)- სა და მარსის ორბიტალური აპარატის- Mars Reconnaissance Orbiter (MRO) ბორტზე განთავსებული სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. მეცნიერების განმარტებით, სურთებზე შავი ლაქები მიუთითებს იმაზე, რომ მარსზე წყალი პერიოდულობით მოედინება.

2015 წლის ივლისში, ორბიტალური აპარატ HiRISE -ს კამერებმა წითელ პლანეტაზე დაახლოებით 536 მეტრის სიგრძის მონაკვეთი დააფიქსირეს, რომელზეც კარგად ჩანს ყინულოვანი ფენები. სავარაუდოა, რომ ყინულის კანიონებმა მიწისქვეშა წყლები წარმოშვა. თუმცა, მათი ქიმიური შემადგენლობა მეცნიერებისთვის ამ დრომდეც კვლავ საიდუმლოა. „ნასა“-ს მეცნიერების აზრით, კანიონების სიღრმეში, შესაძლოა წყლის გარკვეული მოცულობა არსებობდეს.

12036675_1050901381610029_6388719296242593117_n

ჯერ კიდევ ამ აღმოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, NASA-ს მარსის პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი დაგ მაკკუისტონი ამბობდა, რომ მარსზე თხევადი სახით წყლის აღმოჩენა, ეს იქნებოდა გამოწვევა, რომელიც დააჩქარებდა ადამიანების ჩაყვანას მარსზე.
„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რის წინაშეც მეცნიერები მუდმივად იდგნენ, კოსმონავტების საკმარისი წყლითა და ჟანგბადით უზრუნველყოფა იყო. ამ პრობლემის მოხსნა, თუ წყალი იქ ადგილზეა, სერიოზულად შეამცირებს ეკიპაჟების დატვირთვას“, – ამბობს მაკკუისტონი.

როგორც ჩანს, ცინიკური გამოთქმა- „მარსზეა“ (რომელიც რაიმე საკითხისგან ძალიან შორს მყოფს, არაკომპეტენტური ადამიანის მდგომარეობის სიტყვიერი აღწერისას იხმარება), მალე აქტუალობას დაკარგავს, ვინაიდან ახლო მომავალში მარსზე ადამიანების ასვლა, თუ პლანეტიდან პლანეტაზე “გადასვლა”, არც თუ ისე დაუძლეველი დილემა გახდება.

ჯერ-ჯერობით არავინ იცის, რას მოუტანს ჩვენი პლანეტის ადამიანებს მარსთან სიახლოვე. ძველი ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. ამიტომაცაა, რომ მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (ბერძნულ მითოლოგიაში-არესი).
მას ორი თანამგზავრი ჰყავს – ფობოსი და დეიმოსი. თვეების განმავლობაში კი, პლანეტაზე ქარიშხლები მძვინვარებს. მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონი კილომეტრია.

FB კომენტარები

კომენტარი