ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატს გულის შეტევა დაემართა (ვიდეო)

19
SHARE

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს, ანგელა მერკელის პარტიის დეპუტატს მატიას ხაუერს გულის შეტევა დაემართა.

ხაუერი საუბრის დროს, მოულოდნელად აკანკალდა და მას სუნთქვა გაუჭირდა. დეპუტატს კოლეგები მიუახლოვდნენ და იატაკზე დააწვინეს.

პოლიტიკოსი ჰოსპიტალიზირებულია.

ხაუერის ოფისში მედიას განუცხადეს, რომ ამჟამად ის გონზეა და სტაბილურ მდგომარეობაში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

FB კომენტარები

კომენტარი