ბუბა კიკაბიძე: „მე საავადმყოფოში ვწევარ“

705
SHARE

80 წლის ვახტანგ კიკაბიძე თბილისის საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ მან რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვს“ განუცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას მიმართა კითხვით, დაესწრებოდა თუ არა ის იოსიფ კობზონის დაკრძალვას. როგორც რუსული მედია იტყობინება, კიკაბიძის თქმით, დაკრძალვის ცერემონიალზე ის არავის დაუპატიჟებია.
„ არავის მივუწვევივარ დაკრძალვაზე. მე საავადმყოფოში ვწევარ“, – ციტირებს გამოცემა „ლაიფ. რუ“.
გამოცემის განცხადებით, ქართველი არტისტის ჯანმრთელობის პრობლემები არ კონკრეტდება, თუმცა ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ მას თირკმელების ქრონიკული დაავადება აქვს.

FB კომენტარები

კომენტარი