ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ კლინიკაში დაწვა

87
SHARE

ამერიკელმა პოპმომღერალმა, ბრიტნი სპირსმა დახმარებისთვის კლინიკას მიმართა, რომელიც ფსიქიკური აშლილობის განკურნებაზე მუშაობს. ამის შესახებ პორტალი „TMZ“-ი იუწყება. პოპდივასთან დაახლოებული წყაროები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ ბრიტნის „ნერვული აშლილობა“ მისი მამის, ჯეიმი სპირსის გამო დაეწყო, რომელმაც, ბოლო კვირებში, მსხვილი ნაწლავის გასკდომის გამო, ორი ოპერაცია გადაიტანა. მეორე ოპერაციის შემდეგ, მას გართულებები დაეწყო. მედია იუწყება, რომ ბრიტნი კლინიკაში ერთი კვირის წინ დაწვა. მისი მკურნალობის კურსი 30 დღეს უნდა გაგრძელდეს. ამ წლის იანვარში, ბრიტნი სპირსმა სოციალური ქსელების მეშვეობით გააკეთა განცხადება, რომ აუქმებს კონცერტებს იმის გამო, რომ მამამისი ჰოსპიტალიზებულია და ძლივს გადარჩა.

FB კომენტარები

კომენტარი