ბრიტანელ ექსპერტს “ბი ბი სის” ეთერში ბავშვები შეუცვივდნენ (ვიდეო)

172
SHARE

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ექსპერტ რობერტ კელის ოთახში ბავშვები შეუცვივდნენ და ხმაური ატეხეს. ამის შესახებ The Telegraph იუწყება.
ჟურნალისტები კელის სკაიპით დაუკავშირდნენ და მასთან სამხრეთ კორეაში არსებულ ვითარებას, კერძოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდნენ. სწორედ ამ დროს ოთახში ორი ბავშვი შევარდა.
მოგვიანებით ბავშვებს ძიძა, როგორც იქნა, ოთახიდან გაიყვანა. “ბი ბი სის“ წამყვანი და რობერტ კელი ეთერის დროს სიცილს ძლივს იკავებდა.

FB კომენტარები

კომენტარი