ბრიტანელი მსახიობი რიჩარდ ჯონსონი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

83
SHARE

 

ბრიტანელი მსახიობი როჩარდ ჯონსონი, რომელმაც კინოში, თეატრში და ტელევიზიაში 100-ზე მეტი როლი შეასრულა, ლონდონში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამსახიობო კარიერა ჯონსონმა 50-იან წლებში დაიწყო ფილმებში, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ: ფრენკ სინატრა, ჩარლტონ ხესტონი და ლორენს ოლივიე. ის აგენტ 007-ის შესახებ ფილმში ჯეიმს ბონდის ერთ – ერთ პირველ როლზეც ისინჯებოდა, მაგრამ წარუმატებლად. ტელემაყურებელი მას იცნობს ბრიტანული სერიალებით: „სუფთა ინგლისური მკვლელობა“ და „მან დაწერა მკვლელობა“.

FB კომენტარები

კომენტარი