ბრიტანეთში პენსიონერმა, მოხუცთა თავშესაფარში სტრიპტიზის მოცეკვავე შეუკვეთა

64
SHARE

ბრიტანელმა პენსიონერმა ქალმა, მოხუცთა თავშესაფარში სტრიპტიზის მოცეკვავე შეუკვეთა. აღნიშნულის შესახებ The Sun იუწყება.

გამომცემლობის ცნობით, ეს ყოველივე ეწერა „სურვილების ხეზე“ მიკრულ ბარათზე, სადაც თავშესაფრის მკვიდრნი საკუთარი სურვილების შესახებ წერენ.

89 წლის ჯოანის სურვილი კი იყო, მოხუცთა თავშესაფარში მისულიყო სტრიპტიზის მოცეკვავე მეხანძრის ფორმით და შეესრულებინა შესაბამისი ცეკვა ანუ გაეხადა სამოსი ცეკვისას.

აღსანიშნავია, რომ ჯოანის სურვილი შეასრულეს. პენსიონერი ქალბატონი კი აღნიშნავს, რომ ცეკვამ მას თავი კვლავ ახალგაზრდად აგრძნობინა.

FB კომენტარები

კომენტარი