ბრედ პიტს რომანი მარიონ კოტიართან ჰქონდა – ანჯელინამ კერძო დეტექტივი დაიქირავა

1432
SHARE

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს ეყრებიან. ამის მიზეზი ფრანგ მსახიობთან, მარიონ კოტიართან პიტის რომანი გახდა. ბრედ პიტი და მარიონ კოტიარი ფილმ „მოკავშირეებში“ ერთად მონაწილეობენ.
გამოცემა „Inquisitr“-ის ინფორმაციით, ჯოლიმ ინფორმაცია ქმრის ღალატის შესახებ კერძო დეტექტივის მეშვეობით მოიპოვა. ამავე გამოცემის ცნობით, ანჯელინა მეუღლის ღალატს ძალიან განიცდის – ის ბევრ სასმელს სვამს, ეწევა და თითქმის არაფერს ჭამს.
გამოცემა „ELLE“-ს ცნობით, ჯოლიმ სასამართლოს უკვე მიმართა და ექვს შვილზე მეურვეობის უფლება მოითხოვა. ჯოლის ადვოკატის, ლაურა უასელის თქმით, მეუღლისგან მას შვილებისთვის ალიმენტის გადახდა არ მოუთხოვია.
ცნობისთვის, ჯოლისა და პიტის გაყრის შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელებულა, თუმცა ეს ინფორმაციები არ დასტურდებოდა.

FB კომენტარები

კომენტარი