ბრაზილიელი მეკარე სიკვდილამდე ცოლს ურეკავდა

250
SHARE

ბრაზილიელი მეკარე, რომელიც კრიტიკულად დაშავდა კოლუმბიაში ავიაკატასტროფის დროს, თავისი სიცოცხლის ბოლო წუთები მეუღლესთან დარეკვას ცდილობდა. „მარკოს დანილო თავის ბოლო ამოსუნთქვამდე ესაუბრებოდა მეუღლეს საავადმყოფოს საწოლიდან,” ნათქვამია ბრაზილიურ ახალ ამბებში.
31 წლის მეკარე იყო ერთ-ერთი გადარჩენილი იმ თვითმფრინავიდან, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა მედელინში მატჩის ჩასატარებლად, რომელმაც შემდგომ კატასტროფა განიცადა. მარკო საავადმყოფოში გადაყვანიდან მოკლე დროში გარდაიცვალა. შეგახსენებთ 29 ნოემბერს ბოლივიიდან აფრენილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც დაახლოებით 80 -მდე მგზავრი იმყოფებოდა, მედელლინის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა. კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 76 ადამიანი. მგზავრებს შორის ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის Chapecoense-ის ფეხბურთელებიც იყვნენ, რომლებიც Atlatico Nacional-ის კლუბს Copa Sudamerica-ს თასის ფინალში უნდა შეხვედროდნენ. ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 22:15 საათზე მოხდა.

FB კომენტარები

კომენტარი