“ბასიანში” ხშირად მივსულვარ და ძალიან დაცულად ვგრძნობ თავს, – ნანკა კალატოზიშვილი

626
SHARE

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი “ბასიანში” მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი კალატოზიშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას გააკეთა.
“მე როგორც დედა, როდესაც წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ჩემმა შვილმა ვინმეს ასეთი ზიანი მიაყენოს, ალბათ ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იქნებოდა. ადამიანურად თანავუგრძნობ დედამისსაც კი… მჯერა, რომ ამ ფაქტის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არ ვიცი ეს ბიჭი (თამაზ ქვლივიძე) ვინ არის, მაგრამ მე ვიცი ვინ არის “ბასიანის” დაცვა. ზოგადად, დაცვა კლუბის სავიზიტო ბარათია და “ბასიანის” დაცვა, მითუმეტეს ზვიადი, ძალიან ზრდილობიანი და კორექტული ადამიანია. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ იქ გინება და შეხლა-შემოხლა იყო. რაც შეეხება საზოგადოების გაღიზიანებას, ეს ბევრმა მიზეზმა გამოიწვია, ბევრს უსამართლობის განცდა გაუჩნდა. აბსოლუტურად მართლებიც არიან… საზოგადოება გააღიზიანა ალბათ ამ ცინიზმმა, როდესაც ამხელა ჭრილობას ნაკაწრს ეძახიან… “ბასიანში” ხშირად მივსულვარ და ძალიან დაცულად ვგრძნობ თავს, სწორედ დაცვის წყალობით… როგორც ჩანს, “ფეისკონტროლიც” კარგად მუშაობს, რადგან სანამ გაიგებდნენ, რომ ამ ადამიანს დანა ჰქონდა, მანამდე არ შეუშვეს კლუბში. ზოგადად, ციხეში გაშვების მომხრე არავინ არის, არც მე და არც ნაჯა ორაშვილი… სულ იბრძვის “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ ისხდნენ, თუმცა როდესაც პირად ზიანზე გადმოდიან და შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, უცნაურია, რომ საზოგადოების ასეთი აღშფოთება უკვირთ” – განაცხადა ნანკა კალტოზიშვილმა.
“გუშინ ვუსმენდი თქვენს ეთერში ზაზა მესხს, სადაც მან თქვა, რომ თურმე “ბასიანში” ნარკოტიკები იყიდება და ასე შემდეგ. საშინელებები ილაპარაკა, საშინელი ცილისწამება იყო. ამ საქმესთან საერთოდ რა შუაშია ის, თუ რა ხდება კლუბში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვართ, ვინც ამ კლუბში დავდივართ და ბატონი ზაზას გამოსვლას ყველა პირად შეურაცხყოფად აღვიქვამთ. ასე რომ, ბატონ ზაზას თავად არ დასჭირდეს ადვოკატი, მეშინია” – განაცხადა კალატოზიშვილმა.

FB კომენტარები

კომენტარი