ბაკურიანში „კუკუშკა“ რელსებიდან გადავიდა (ფოტო)

166
SHARE

ბაკურიანში „კუკუშკა“ რელსებიდან გადავიდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანი იმნაძე წერს, რომელიც აღნიშნული მატარებლით მგზავრობდა.
როგორც მგზავრი ამბობს, მიმდინარე წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა. იმნაძე წერს, რომ ამბის გახმაურებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
„ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები მოხდა 23 ნოემბერს, როცა რატომღაც გადავწყვიტე ბაკურიანში წასვლა. მატარებელი 8:10 გადის გორიდან. დამეძინა (გიკვირთ ხო). 8:00 გამაღვიძეს და შეიძლება ითქვას დაძრულს გავენთე.
ეს ისე, სახალისოდ. 23 ნოემბრიდან ვფიქრობ შეიძლება თუ არა ამაზე ლაპარაკი, მით უფრო, როცა გვთხოვეს ეს ამბავი არ გაგვეხმაურებინა, ასეც მოვექეცი რამდენიმე დღე, მაგრამ დღეს საღამოს, ჩემდა ჭირად ვუყურე ბათუმის ტრაგედიის ამსახველ კადრებს. შემეშინდა. შემეშინდა იმის, რომ 23 ნოემბერს მე გამიმართლა და სერიოზული დაზიანებების გარეშე გადმოვედი ამ ვაგონიდან. როგორც მერე გავიგე, მსგავსი რამ წელს უკვე მესამედ მოხდა. შემეშინდა გაჩუმების პასუხისმგებლობის. სხვას, ამ ტრანსპორტით მგზავრობისას, ჩემზე ნაკლებად რომ გაუმართლოს, ამას ვაპატიებ საკუთარ თავს? ვაგონიდან როცა გადმოგვიყვანეს, 3 კმ ფეხით ვიარეთ ლიანდაგზე, სულ რაღაც15 მეტრში ხიდი იყო, ინერციით კიდევ რომ გაეგრძელებინა ფხოჭიალი და დროზე არ ამოვარდნილიყო (ამასაც იღბალი უნდა) რელსებიდან, კიდევ 12 დაღუპული შეემატებოდა ნოემბრის ამბებს.
დღეს სულ ესაა, რისი თქმის თავიც მაქვს. გადავრჩით. 4 დღის დღიურს, თუ თავი მექნა, ხვალ შემოგთავაზებთ“,- წერს ანი იმნაძე.

FB კომენტარები

კომენტარი