ბათუმში ადგილობრივ ოჯახს მეათე შვილი შეეძინა

41
SHARE

ბათუმში ადგილობრივ ოჯახს მეათე შვილი შეეძინა. თეიმურაზ ბედინაძესა და თეა ხომერიკს 6 გოგონა და 3 ვაჟი ჰყავთ. მეათე შვილი, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს, გუშინ ბათუმის სამშობიარო სახლში დაიბადა. ექიმის განცხადებით, დედა – შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პატარა ნიკოლოზი საკეისრო კვეთით გაჩნდა, მისი წონა 3 კილოგრამი და 700 გრამია.
„პატარა ნიკოლოზი დღეს დაიბადა. ოჯახში მეათე ბავშვია. დედისა და ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ექიმმა.

Comments

comments