ახალი სოციალური ქსელი შეძლებული და მარტოსული ადამიანებისთვის

102
SHARE

ინტერნეტში გამოჩნდა სოციალური ქსელი კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორიით. billionairiehearts.com გახლავთ გაცნობის საიტი მდიდრებისთვის. რეგისტრაციის დროს უნდა მიუთითო საკუთარი შემოსავლები, რომლის მინიმალური ზღვარიც წელიწადში 200 000 დოლარიდან იწყება. ერთი თვით წევრობის შეძენა საიტზე 70 დოლარი ღირს. სოციალური ქსელი შეძლებულ და მარტოსულ ადამიანებს

ერთმანეთთან რომანტიკული ურთიერთობების გაბმის პლატფორმას სთავაზობს.

როგორც თავად საიტის განცხადებაშია მითითებული, მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა, ამიტომ შესწავლა ხდება, რამდენად რეალურია თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია საკუთარი ფინანსების შესახებ.

”ეს არის ყველაზე ეფექტური საიტი მსოფლიოში, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ იქორწინოთ შეძლებულ, ლამაზ ადამიანებზე. ჩვენი წევრები არიან კომპანიების უფროსები, ექიმები, ადვოკატები, ინვესტორები, სილამაზის დედოფლები, ფიტნეს მოდელები და ჰოლივუდის ვარსკვლავები”, – ნათქვამია საიტის განცხადებაში.

წყარო: ამბები.ჯი

FB კომენტარები

კომენტარი