ახალგაზრდა გოგოს ფიტნეს ცენტრში გულის შეტევა დაემართა (ვიდეო)

72
SHARE

როგორც ჩანს, როცა 21 წლის ემილი ქაუნთერი ფიტნეს დარბაზში მიდიოდა, ასეთ შედეგს არ ელოდა. გოგონა ისე ვარჯიშობდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ მოულოდნელად თვალთ დაუბნელდა და გულის შეტევა დაემართა. დარბაზის მფლობელი და თანამშრომლები მაშინვე დასახმარებლად მივიდნენ. როდესაც გოგონამ გალურჯება დაიწყო, კლუბის მფლობელს გაახსენდა, რომ დეფიბრილატორი ჰქონდათ. სწორედ ამ მოწყობილობამ გადაარჩინა მისი სიცოცხლე.
მომხდარის შემდეგ, ემილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე გაატარა. როდესაც გონზე მოვიდა, ექიმებმა განუმარტეს, რომ გულის იშვიათი ავადმყოფობა ბლაიდ-უაით-გარლანდის სინდრომი აქვს. საერთოდ, ამ დიაგნოზს ჯერ კიდევ სამშობიაროში ადგენენ და ახალშობილებს ოპერაციასაც უკეთებენ, მაგრამ ემილის შემთხვევაში რატომღაც ასე არ მომხდარა. ემილიმ ამდენი წელი ისე იცხოვრა, რომ არც იცოდა მსგავსი სინდრომი თუ ჰქონდა.
„როდესაც დარბაზში ვვარჯიშობდი, მკერდში ტკივილს მუდმივად ვგრძნობდი და სუნთქვის პრობლემა მქონდა, მაგრამ მეგონა, უბრალოდ ცუდ ფორმაში ვიყავი“, – ამბობს ემილი ქაუნთერი.
ახლა გოგონა ყველას ურჩევს უფრო ყურადღებით მოუსმინონ თავის სხეულს და ფიტნეს დარბაზებს ურჩევს, რომ დეფიბრილატორები იქონიონ.

FB კომენტარები

კომენტარი