აშშ-ში მენის შტატის მაცხოვრებელმა ყინულის მოედანი პირდაპირ სანაპიროზე მოაწყო (ვიდეო)

112
SHARE

აშშ-ში, მენის შტატის ტერიტორიაზე, გასულ უქმე დღეებში ისე ციოდა, რომ ხალხმა სანაპიროზე ყინულის სასრიალო მოედანი მოაწყო. ვიდეორგოლი, რომელზე დაფიქსირებულია მამაკაცი ზღვასთან ქალაქ იორკში, გადაიღო ცოლ-ქმარმა პიტერმა და სანდრა მეკოუსებმა.
„ძალიან ციოდა, ისე ციოდა, რომ სანაპიროზე ვერ ვჩერდებოდით, ის კი ციგურებით სრიალებდა იქ“, – განაცხადა სანდრამ გამომცემლობა The Boston Globe-სთან საუბრისას.
პიტერმა ვიდეორგოლი ფეისბუკზე გამოაქვეყნა და გაიხუმრა, რომ მენში ყოველთვის ღიაა სანაპირო სეზონი.
უქმე დღეებზე იორკში ტემპერატურის ნიშნული -20 გრადუსამდე დავიდა.

FB კომენტარები

კომენტარი