აშშ-ში ვაშლის ხეებმა გამჭვირვალე ნაყოფი მოისხა

257
SHARE

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, ადგილობრივი მცხოვრები ენდრიუ სიტსიმა ბაღში მუშაობდა. მან ვაშლის ხეს გამხმარი ტოტები დააჭრა და უჩვეულო ნაყოფი შენიშნა. ფერმერმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რამდენიმე ხეს გამჭვირვალე ნაყოფი ჰქონდა მოსხმული. ენდრიუ სიტსიმამ „ვაშლებს“ ფოტოსურათები გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.
ფერმერი ფიქრობს, რომ უჩვეულო ნაყოფი ვაშლის ხეებმა ძლიერი წვიმებისა და დაბალი ტემპერატურის შედეგად მოისხა.
ამ შემთხვევის გამო, სიტსიმა და მისი ვაშლის ბაღები უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, ფერმერი კი „ახალი სახეობის“ ხილის აღმოჩენით ამაყობს.

FB კომენტარები

კომენტარი