აშშ–ის ელჩი სვანური ქუდით მესტიაში (ფოტო)

18
SHARE

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა. შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ტურში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ქალები.

ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანი ზუგდიდში, ბესო ჭითანავას საოჯახო სამზარეულოს სტუმრობდა, სადაც ადგილზე გაეცნო სამეგრელოს რეგიონის უნიკალურ ტრადიციებსა და მეგრულ კერძებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტუმრობისას ელჩმა ასევე დაათვალიერა ენგურის ჰიდროელექტროსადგური და რეგიონის სხვა ღირსშესანიშნაობები. სვანეთში მათ მოინახულეს მესტია, იფარი და უშგული, წმინდა გიორგისა და ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები, ადგილობრივი მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

FB კომენტარები

კომენტარი